სტივ უიტკოფი - ძირითადად დავასრულეთ მუშაობა უსაფრთხოების პროტოკოლებზე - მიწის საკითხი ყველაზე კრიტიკულ საკითხად რჩება

ძირითადად დავასრულეთ მუშაობა უსაფრთხოების პროტოკოლებზე, რომელიც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ უკრაინის მოსახლეობამ იცოდეს, რომ როდესაც ეს დასრულდება, სამუდამოდ დასრულდება, - ამის შესახებ აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან ახლოს არიან „კეთილდღეობის შეთანხმებაზე“ მუშაობის დასრულებასთან.

„ძალიან, ძალიან ახლოს ვართ კეთილდღეობის შეთანხმების დასრულებასთან, რომელიც იქნება ყველაზე ძლიერი, რაც კი ოდესმე მოლაპარაკებულა მსგავსი კონფლიქტებიდან გამოსული ქვეყნების მიერ და რომელიც, ვიმედოვნებთ, უზარმაზარ შესაძლებლობებს გახსნის უკრაინელი ხალხისთვის“, - აღნიშნა უიტკოფმა.

მისი განმარტებთ ეს პროტოკოლები მოიცავს უკრაინაში შემდგომი თავდასხმების შეჩერებას და ქვეყნის დაცვას, თავდასხმების შემთხვევაში.

უიტკოფის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს, რომ მკვლელობები შეწყდეს.

„ჩვენ აქ ვართ სამშვიდობო პროცესში შუამავლობისა და დახმარებისთვის და მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა ამ მიზნის მისაღწევად. პრეზიდენტი ტრამპი მტკიცედ და მხურვალედ თვლის, რომ ეს მკვლელობები უნდა შეწყდეს, რომ ხოცვა-ჟლეტა უნდა შეწყდეს“, - აღნიშნა უიტკოფმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ „მიწის საკითხი ყველაზე კრიტიკულ საკითხად რჩება“ და რომ ამ საკითხზე დისკუსიას გააგრძელებენ.

„იმედია, შევძლებთ შეხვედრას ან გარკვეულ კომპრომისებზე წასვლას ამ საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა უიტკოფმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს