ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი გუნდები 7 იანვარს პარიზში უსაფრთხოების გარანტიებსა და ომის დასრულების ძირითად ჩარჩოზე მუშაობას გააგრძელებენ

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-სა და უკრაინის დელეგაციები უსაფრთხოების გარანტიებსა და ომის დასრულების ძირითად ჩარჩოზე მუშაობას დღესაც გააგრძელებენ.

„აშშ-ის პრეზიდენტის გუნდთან - სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერთან ერთად გავაგრძელეთ ომის დასრულების დიპლომატიური გზის განხილვა. მადლობას ვუხდი შეერთებულ შტატებს მზადყოფნისთვის, უზრუნველყოს დამატებითი დახმარება ყველა სფეროში: უსაფრთხოების გარანტიები, ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი და რეკონსტრუქცია. 7 იანვარს პარიზში ჩვენი გუნდები გააგრძელებენ მუშაობას უსაფრთხოების გარანტიებსა და ომის დასრულების ძირითად ჩარჩოზე“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, უკრაინას წარმოადგენენ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის მდივანი რუსტემ უმეროვი, გენერალი ანდრეი გნატოვი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ალექსანდრ ბევზი.

„მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს და შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისთვის. არცერთი დღე არ იკარგება“, - წერს ზელენსკი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს