პედრო სანჩესი - აშშ-ს ვენესუელის ბუნებრივი რესურსების ხელში ჩაგდება სურს

აშშ-ს ვენესუელის ბუნებრივი რესურსების ხელში ჩაგდება სურს, - ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.

„ესპანეთს მადუროს მთავრობა არასდროს უღიარებია, რადგან მან წესები დაარღვია, რადგან მისი არჩევა არალეგიტიმური იყო. სწორედ ამ მიზეზით, ესპანეთი ვერ აღიარებს სამხედრო მოქმედებას, რომელიც აშკარად უკანონია და საერთაშორისო სამართალს არღვევს“, - განაცხადა სანჩესმა.

მისი თქმით, ვენესუელაში აშშ-ის მოქმედება „საშინელ და საშიშ პრეცედენტს“ ქმნის.

„როგორც ჩანს, სამხედრო მოქმედების ერთადერთი მიზანი სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის მთავრობის შეცვლა მისი ბუნებრივი რესურსების ხელში ჩასაგდებად“, - აღნიშნა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს