ემანუელ მაკრონი - შესაძლოა, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ საფრანგეთმა უკრაინაში რამდენიმე ათასი ჯარისკაცი გაგზავნოს

შესაძლოა, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ საფრანგეთმა უკრაინაში რამდენიმე ათასი ჯარისკაცი გაგზავნოს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ France 2-თან ინტერვიუში განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ფრანგი ჯარისკაცები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემდეგ რუსეთ-უკრაინის საზღვრის კონტროლის ოპერაციებში მიიღებენ მონაწილეობას, რათა შესაძლო დარღვევები დააფიქსირონ.

„მრავალეროვნულ ძალებში ჩვენი მონაწილეობის შესახებ მზადყოფნა გამოვხატეთ. მსურს, ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა, რომ ეს ძალები საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებენ“, - განაცხადა მაკრონმა.

ამასთან, იტალიის მთავრობის ცნობით, ქვეყანა უკრაინაში უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში ჯარებს არ გაგზავნის.

„პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ უკრაინის მხარდაჭერა დაადასტურა და გარანტიების საკითხზე კიდევ ერთხელ გაიმეორა მთავრობის პოზიცია, რომელიც იტალიის ჯარების ადგილზე განთავსების გამორიცხვას გულისხმობს“, - ნათქვამია იტალიის მთავრობის განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს