ვლადიმერ პუტინი - რუსი მეომრები სამშობლოს დაცვის წმინდა მისიას უფლის დავალებით ასრულებენ

რუსი მეომრები სამშობლოს ყოველთვის უფლის დავალებით იცავენ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საშობაო წირვის შემდეგ განაცხადა.

„დღეს ჩვენ ბრწყინვალე დღესასწაულს, ქრისტეს შობას აღვნიშნავთ. ჩვენ უფალს მხსნელს ხშირად ვუწოდებთ, რადგან ის დედამიწაზე ყველას გადასარჩენად მოვიდა“, - განაცხადა პუტინმა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, „რუსი მეომრები სამშობლოს დაცვის წმინდა მისიას უფლის დავალებით ასრულებენ“.

„რუსი მეომრები სამშობლოსა და მისი ხალხის დაცვის მისიას, სამშობლოს გადარჩენის მისიას, ყოველთვის უფლის დავალებით ასრულებენ. რუსეთი თავის მეომრებს ყოველთვის ისე ეპყრობოდა, როგორც იმ ადამიანებს, რომლებიც, თითქოს, ამ წმინდა მისიას უფლის დავალებით ასრულებდნენ“, - აღნიშნა პუტინმა.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026