საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მარკო რუბიო გრენლანდიაში აშშ-ის სამხედრო ოპერაციის შესაძლებლობას გამორიცხავს

მარკო რუბიო გრენლანდიაში აშშ-ის სამხედრო ოპერაციის შესაძლებლობას გამორიცხავს, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა.

„გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს ვესაუბრე. მან დაადასტურა, რომ აშშ-ს ეს მიდგომა არ აურჩევია. სახელმწიფო მდივანმა გრენლანდიაზე აშშ-ის შეჭრის შესაძლებლობა გამორიცხა“, - განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ.

ასევე, ბაროს ცნობით, საფრანგეთი მოკავშირეებთან ერთად საპასუხო სამოქმედო გეგმაზე მუშაობს, იმ შემთხვევაში, თუ აშშ გრენლანდიაზე კონტროლს მოიპოვებს.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხს გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე განიხილავს.

„გვსურს, რომ ვიმოქმედოთ, მაგრამ ეს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად უნდა გავაკეთოთ“, - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს