პარიზის აეროპორტებში თოვლის გამო 140-მდე რეისი გაუქმდა

თოვლის გამო, პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში ასამდე რეისი გაუქმდა, ორლის აეროპორტში კი დაახლოებით 40.

მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა ფილიპ ტაბარომ განაცხადა, რომ პარიზში, ხანგრძლივი უამინდობის გამო, ფრენების გაუქმება მოსალოდნელი იყო.

მისი თქმით, რეისების გაუქმებამ, რომელიც ასაფრენ-დასაფრენი ბილიკების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოებით არის გამოწვეული, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ორლისა და შარლ დე გოლის აეროპორტებში დაგეგმილი დილის რეისების დაახლოებით 40%-ზე.

ცნობისთვის, 5 იანვარს, საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა ავიაკომპანიებს სთხოვა, ორლისა და შარლ დე გოლის აეროპორტებში, საფრანგეთის დედაქალაქში ძლიერი თოვლის გამო, ფრენების 15% გაეუქმებინათ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!