ვოლოდიმირ ზელენსკი - ველით, რომ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან ყველაზე რთულ საკითხებს განვიხილავთ - ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან და ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა რუსტემ უმეროვმა საფრანგეთში უკრაინის დელეგაციის მუშაობის შესახებ პირველადი ანგარიში წარადგინა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების კიდევ ერთი სესია გაიმართება და უკრაინა ელის, რომ ყველაზე რთული საკითხების, კერძოდ, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან და ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა მოხდება.

„რუსტემ უმეროვმა უკვე წარადგინა პირველადი ანგარიში საფრანგეთში უკრაინის მომლაპარაკებელთა ჯგუფის მუშაობის შესახებ. გაიმართება აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების კიდევ ერთი სესია და ეს უკვე მესამე ასეთი სესია იქნება ორ დღეში. კერძოდ, ველით, რომ განხილული იქნება ომის დასრულების ძირითადი ჩარჩოდან ყველაზე რთული საკითხები - კერძოდ, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან და ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, დავავალე გუნდს, განიხილონ უკრაინას, სხვა ევროპულ სახელმწიფოებსა და შეერთებულ შტატებს შორის ლიდერების დონის შეხვედრების შესაძლო ფორმატები“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, უკრაინა თავს არ არიდებს ყველაზე რთულ საკითხებს და არასდროს იქნება დაბრკოლება მშვიდობისთვის.

„მშვიდობა ღირსეული უნდა იყოს. ეს კი პარტნიორებზეა დამოკიდებული - იმაზე, უზრუნველყოფენ თუ არა ისინი რუსეთის რეალურ მზადყოფნას ომის დასასრულებლად. დღის ბოლომდე ველოდები ჩვენი მომლაპარაკებელთა ჯგუფის დეტალურ ანგარიშს“, - წერს ზელენსკი.

მისი განცხადებით, დღევანდელ შეხვედრებზე უკრაინას წარმოადგენენ რუსტემ უმეროვი, ანდრეი გნატოვი, კირილო ბუდანოვი, სერგეი კისლიცა, დავიდ არახამია და ალექსანდრ ბევზი.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანი  სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების თურქეთთან და ევროპასთან ინტეგრაციული პროექტების განხორციელების საკვანძო ქვეყანა იქნება და ამ პროცესში პროვაიდერის როლს შეასრულებს
სტეპან გრიგორიანი - დიდია შანსი, 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ფაშინიანის პარტიამ მოიგოს, ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს თუ მხოლოდ პირველ ადგილზე გავა, არჩევნები გვანახებს
ქართული პრესის მიმოხილვა 05.01.2026
„ქართული ბრენდის დღეზე“ სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა
ეკომეგობრული გათბობა - როგორ შევამციროთ ჩვენი ნახშირბადის კვალი?