რუსეთმა ნავთობტანკერის დასაცავად, რომელსაც ატლანტის ოკეანეში აშშ-ის ძალები მიჰყვებიან, სამხედრო ხომალდები გაგზავნა

რუსეთმა საზღვაო ხომალდები განალაგა ნავთობტანკერის ესკორტისთვის, რომელსაც ატლანტის ოკეანეში აშშ-ის ძალები მიჰყვებიან.

მედიის ინფორმაციით, გემი, რომელსაც ვენესუელური ნედლი ნავთობი გადაჰქონდა, თუმცა, ამჟამად აღარ გადააქვს - ამ დროისთვის ისლანდიასა და ბრიტანეთის კუნძულებს შორის იმყოფება.

Bella 1-ს აშშ-ის სანქციების დარღვევასა და ირანული ნავთობის გადაზიდვაში ადანაშაულებენ, რის შემდეგაც მან სახელი შეიცვალა, ამჟამად Marinera ჰქვია და გაიანას დროშის ნაცვლად რუსეთს დროშის ქვეშ დაცურავს.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ თვეში განაცხადა, რომ ვენესუელაში შემავალი და გამავალი სანქცირებული ნავთობტანკერების ბლოკადის ბრძანება გასცა, რასაც ვენესუელას მთავრობამ „ქურდობა“ უწოდა.

აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა CBS-ს დაუდასტურა, რომ რუსეთმა ტანკერის ესკორტირებისთვის წყალქვეშა ნავი და სხვა საზღვაო ხომალდები გაგზავნა.

აშშ-ის სანაპირო დაცვამ გასულ თვეში კარიბის ზღვის აუზში მასზე ასვლა სცადა, რადგან ვარაუდობდნენ, რომ ის ვენესუელასკენ მიემართებოდა. მათ გემის დაკავების ორდერი ჰქონდათ სანქციების დარღვევის გამო.

მას შემდეგ გემმა მკვეთრად შეიცვალა კურსი და მისი ევროპასთან მიახლოება დაემთხვა დაახლოებით 10 ამერიკული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავის, ასევე ვერტმფრენების ჩამოსვლას.

სამშაბათს, ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა CBS News-ს განუცხადა, რომ ამერიკული ძალები გემზე ასვლას გეგმავენ და ვაშინგტონი მის ჩაძირვას მის დაკავებას ამჯობინებს.

რუსეთი აცხადებს, რომ გემის გარშემო არსებულ სიტუაციას შეშფოთებით აკვირდება.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანი  სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების თურქეთთან და ევროპასთან ინტეგრაციული პროექტების განხორციელების საკვანძო ქვეყანა იქნება და ამ პროცესში პროვაიდერის როლს შეასრულებს
სტეპან გრიგორიანი - დიდია შანსი, 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ფაშინიანის პარტიამ მოიგოს, ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს თუ მხოლოდ პირველ ადგილზე გავა, არჩევნები გვანახებს
ქართული პრესის მიმოხილვა 05.01.2026
„ქართული ბრენდის დღეზე“ სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა
ეკომეგობრული გათბობა - როგორ შევამციროთ ჩვენი ნახშირბადის კვალი?