კირ სტარმერის განცხადებით, უკრაინაში ბრიტანელი ჯარისკაცების განლაგების შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი კენჭისყრით დაამტკიცებს

უკრაინაში ბრიტანელი ჯარისკაცების განლაგების შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი კენჭისყრით დაამტკიცებს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დეპუტატებს პარიზში გამართული „მსურველთა კოალიციის“ გუშინდელი შეხვედრის შედეგები გააცნო.

„ვითარების განვითარების შესახებ პალატას ვაცნობებ. იმ შემთხვევაში, თუ ხელმოწერილი დეკლარაციის შესაბამისად ჯარების განლაგება გადაწყდება, მაშინ ამ საკითხს პალატაში კენჭისყრაზე დავაყენებ“, - განაცხადა სტარმერმა.

შეგახსენებთ, გუშინ უკრაინამ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უკრაინაში სამხედრო ძალების განლაგებასთან დაკავშირებით დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, შესაძლოა, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ საფრანგეთმა უკრაინაში რამდენიმე ათასი ჯარისკაცი გაგზავნოს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს