Reuters - აშშ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის დაკავების ოპერაციას ატარებს

აშშ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის დაკავების ოპერაციას ატარებს, - ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ატლანტის ოკეანეში, ისლანდიის ტერიტორიულ წყლებში ნავთობტანკერის Marinera-ს დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს.

წყაროების ინფორმაციით, ოპერაციას აშშ-ის სანაპირო დაცვა და ამერიკელი სამხედროები ახორციელებენ.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა გამოცემას განუცხადეს, რომ ოპერაციის დაწყების დროს ტანკერის მახლობლად რუსული წყალქვეშა ნავი იმყოფებოდა.

ამასთან, Reuters-ი წერს, რომ აშშ-ის სანაპირო დაცვამ საზღვაო ბლოკადის ფარგლებში ვენესუელის სანაპიროსთან კიდევ ერთი ნავთობტანკერი დააკავა.

ცნობისთვის, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის დაკავებას აშშ-ის სამხედრო ძალები უკვე ორი კვირაა ცდილობენ.

თავდაპირველად, ნავთობტანკერი Bella 1-ის სახელწოდებით იყო ცნობილი, თუმცა მოგვიანებით ხომალდმა სახელი შეიცვალა. ამჟამად ტანკერს Marinera ჰქვია და გაიანას დროშის ნაცვლად რუსეთის დროშის ქვეშ დაცურავს. რუსეთმა ტანკერის ესკორტირებისთვის წყალქვეშა ნავი და სხვა საზღვაო ხომალდები გაგზავნა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს