აშშ-მა რუსული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი დააკავა

აშშ-მა ვენესუელასთან დაკავშირებული ნავთობტანკერი დააკავა მას შემდეგ, რაც ატლანტის ოკეანეში მისი დევნის ოპერაციას ატარებდა. ნათქვამია აშშ-ის ევროპული სარდლობის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

ტანკერი, რომელსაც თავდაპირველად Bella1 ერქვა, აშშ-მა 2024 წელს დაასანქცირა, ვინაიდან, ის “ჩრდილოვანი ფლოტის” ნაწილი იყო და უკანონო ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენდა.

აღინიშნება, რომ ტანკერის დაკავების ოპერაციაში აშშ-ის სამხედროები და სანაპირო დაცვა მონაწილეობდნენ.

ცნობისთვის, აშშ-ის სანაპირო დაცვამ აღნიშნული ტანკერის დაკავება წინა თვეში სცადა, როდესაც ის ვენესუელას მახლობლად იყო, თუმცა ვერ შეძლო. გარკვეულ მომენტში გემის ეკიპაჟმა მასზე რუსული დროშა დახატა, რათა ეჩვენებინა, თითქოს ის რუსეთის დაცვის ქვეშ ოპერირებს. მალევე, აღნიშნული ნავთობტანკერი რუსეთის გემების ოფიციალურ რეესტრში გაჩნდა ახალი სახელით - Marinera, თუმცა, CNN-ის წყაროების ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია აღნიშნულ სტატუსს არ აღიარებს და გემს ახლაც არცერთი ქვეყნის საკუთრებად არ მიიჩნევს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს