დონალდ ტრამპი - ყოველთვის მხარში დავუდგებით ნატო-ს, თუნდაც მათ არ დაგვიჭირონ მხარი

ყოველთვის მხარში დავუდგებით ნატო-ს, თუნდაც მათ არ დაგვიჭირონ მხარი, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეჭვი ეპარება, რომ ნატო-მ მხარი დაუჭიროს, თუკი აშშ-ს დასჭირდება.

“გახსოვდეთ, ნატო-ს ყველა დიდი ქომაგისთვის, ისინი მშპ-ის 2%-ზე იყვნენ და უმრავლესობა თავის გადასახადებს არ იხდიდა, სანამ მე არ მოვედი. აშშ სულელურად იხდიდა მათ მაგივრად! მე, პატივისცემით, ისინი მშპ-ის 5%-მდე ავიყვანე და დაუყოვნებლივ იხდიან. ყველა ამბობდა, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია, მაგრამ ეს შესაძლებელი იყო, ვინაიდან, სხვა ყველაფერს მიღმა, ისინი ყველანი ჩემი მეგობრები არიან. ჩემი ჩართულობის გარეშე რუსეთს ახლა მთელი უკრაინა ექნებოდა დაპყრობილი. გახსოვდეთ, ასევე, მე მარტომ დავასრულე რვა ომი და ნორვეგიამ, ნატო-ს წევრმა, სულელურად გადაწყვიტა ჩემთვის არ მოეცა ნობელის მშვიდობის პრემია, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა! იმას აქვს მნიშვნელობა, რომ მილიონობით სიცოცხლე გადავარჩინე. რუსეთსა და ჩინეთს ნატო-ს ნული შიში აქვთ შეერთებული შტატების გარეშე და ეჭვი მეპარება ნატო-მ მხარი დაგვიჭიროს, რეალურად რომ დაგვჭირდეს. ყველას გაუმართლა, რომ ჩვენი სამხედრო ძალა აღვადგინე ჩემი პირველი პრეზიდენტობის დროს, და ვაგრძელებ ამას. ყოველთვის მხარში დავუდგებით ნატოს, თუნდაც მათ არ დაგვიჭირონ მხარი. ერთადერთი ქვეყანა, რომლისაც ჩინეთსა და რუსეთს ეშინიათ და პატივს სცემენ, არის დონალდ ტრამპის მიერ აღორძინებული აშშ”, - წერს ტრამპი.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანი  სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების თურქეთთან და ევროპასთან ინტეგრაციული პროექტების განხორციელების საკვანძო ქვეყანა იქნება და ამ პროცესში პროვაიდერის როლს შეასრულებს
სტეპან გრიგორიანი - დიდია შანსი, 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ფაშინიანის პარტიამ მოიგოს, ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს თუ მხოლოდ პირველ ადგილზე გავა, არჩევნები გვანახებს
ქართული პრესის მიმოხილვა 05.01.2026
„ქართული ბრენდის დღეზე“ სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა
ეკომეგობრული გათბობა - როგორ შევამციროთ ჩვენი ნახშირბადის კვალი?