თეთრ სახლში აცხადებენ, რომ თუ საჭირო იქნება, „ჩრდილოვანი ფლოტის“ დაკავებული გემის ეკიპაჟს გასასამართლებლად აშშ-ში ჩაიყვანენ

საჭირო თუ იქნება, რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" დაკავებული გემის ეკიპაჟს აშშ-ში ჩამოვიყვანთ სასამართლოსთვის. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა.

"დილით ატლანტიკის ოკეანის ჩრდილოეთში დაკვირვების შემდეგ გემი იქნა დაკავებული ორდერით, რომელიც აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ გასცა", - განაცხადა ლევიტმა.

მან აღნიშნა, რომ გემი ვენესუელის "ჩრდილოვანი ფლოტის" ნაწილი იყო, რომელსაც სანქცირებული ნავთობი გადაჰქონდა და "აშშ ამ პრეზიდენტის პირობებში ამას არ შეეგუება".

"სასამართლო ორდერი გემზე მყოფი ეკიპაჟის დაკავებისთვის გაიცა, რაც ნიშნავს, რომ ეკიპაჟი ახლა სუბიექტია ფედერალური კანონის ნებისმიერი დარღვევის გამო გასამართლებისთვის, და საჭირო თუ იქნება, მათ აშშ-ში ჩამოვიყვანთ ამ გასამართლებისთვის", - განაცხადა ლევიტმა.

ცნობისთვის, დაკავებული გემი რუსეთში იყო რეგისტრირებული და რუსეთის საგარეო უწყების თქმით, მასზე რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!