ლინდსი გრემი - დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს მწვანე შუქი აუნთო

ამერიკელი სენატორის ლინდსი გრემის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს „მწვანე შუქი“ აუნთო.

„დღეს პრეზიდენტ ტრამპთან ძალიან პროდუქტიული შეხვედრის შემდეგ, მან მწვანე შუქი აუნთო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ ორპარტიულ კანონპროექტს, რომელზეც სენატორ ბლუმენტალთან და ბევრ სხვასთან ერთად თვეების განმავლობაში ვმუშაობდი. ეს დროული იქნება, რადგან უკრაინა მშვიდობისთვის დათმობებზე მიდის, პუტინი კი მხოლოდ ლაპარაკითაა დაკავებული და უდანაშაულო ადამიანების მკვლელობას აგრძელებს“, - წერს სენატორი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ეს კანონპროექტი პრეზიდენტ ტრამპს საშუალებას მისცემს დასაჯოს ის ქვეყნები, რომლებიც ყიდულობენ იაფ რუსულ ნავთობს და პუტინის „ომის მანქანას კვებავენ“.

„ეს კანონპროექტი პრეზიდენტ ტრამპს უზარმაზარ ბერკეტს მისცემს ისეთი ქვეყნების წინააღმდეგ, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი და ბრაზილია, რათა წაახალისოს ისინი, შეწყვიტონ იაფი რუსული ნავთობის ყიდვა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ პუტინის მიერ მოწყობილი სისხლისღვრის დაფინანსებას უზრუნველყოფს. მოუთმენლად ველი ორპარტიული კენჭისყრის ძლიერ შედეგებს, რომელიც, იმედია, მომავალ კვირას გაიმართება“, - წერს სენატორი.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანი  სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების თურქეთთან და ევროპასთან ინტეგრაციული პროექტების განხორციელების საკვანძო ქვეყანა იქნება და ამ პროცესში პროვაიდერის როლს შეასრულებს
სტეპან გრიგორიანი - დიდია შანსი, 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ფაშინიანის პარტიამ მოიგოს, ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს თუ მხოლოდ პირველ ადგილზე გავა, არჩევნები გვანახებს
ქართული პრესის მიმოხილვა 05.01.2026
„ქართული ბრენდის დღეზე“ სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა
ეკომეგობრული გათბობა - როგორ შევამციროთ ჩვენი ნახშირბადის კვალი?