ახმედ ალილი - აზერბაიჯანი  სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების თურქეთთან და ევროპასთან ინტეგრაციული პროექტების განხორციელების საკვანძო ქვეყანა იქნება და ამ პროცესში პროვაიდერის როლს შეასრულებს

რა საშინაო და საგარეო გამოწვევები ექნება აზერბაიჯანს 2026 წელს, როგორ მიმდინარეობს სომხეთის თურქულენოვან სამყაროსთან შერიგების პროცესი, რა სიახლეებია „ტრამპის გზის“ მშენებლობასთან დაკავშირებით, ინტერპრესნიუსი“ კავკასიური პოლიტიკური ანალიზის ცენტრის დირექტორს, ახმედ ალილის ესაუბრა.

- ბატონო ახმედ, ახალი წლის პირველ დღეებში ვენესუელაში მომხდარი მსოფლიო ახალი ამბების ყველაზე განხილვადი თემაა. მაგრამ, ვიდრე იქ ჯერ ბევრი რამ გარკვეული არაა, ალბათ აჯობებს, ჩვენ ჩვენს რეგიონალურ პრობლემებზე ვიმსჯელოთ.

რადგან ჩვენი ფანჯრების მიღმა 2026 წელი რამდენიმე დღეა დააბიჯებს, მინდა გთხოვოთ გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები იმაზე, სავარაუდოდ, თუ რა საგარეო და საშინაო გამოწვევებით შეხვდა 2026 წელს მეზობელი აზერბაიჯანი?

- ჩემი აზრით, აზერბაიჯანისთვის 2026 წელი მშვიდობიან პირობებში ცხოვრებასთან შეგუებისა და ახალი შესაძლებლობების ძიების წელი იქნება. ბოლო 30 წელზე მეტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ერთმანეთთან კონფლიქტი ჰქონდათ. 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შემდეგ ჩამოყალიბდა ახალი რეალობა და აზერბაიჯანს მოუწევს ამ ახალ რეალობასთან არა მარტო შეგუება, არამედ ადაპტირება.

აზერბაიჯანისთვის 2026 წელი მშვიდობიან პირობებში ცხოვრებასთან შეგუებისა და ახალი შესაძლებლობების ძიების წელი იქნება

თუ მანამდე აზერბაიჯანის სახელმწიფო და საზოგადოება ორიენტირებული იყო იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ფული ეშოვა, გაძლიერებულიყო რომ მოეგვარებინა ქვეყნისთვის უმთავრესი ყარაბაღის პრობლემა. ახლა ახალ რეალობაში არსებობს გარკვეული კონფუზი იმ თვალსაზრსით რომ ახლა როცა ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა დღის წესრიგიდან მოხსნილია, ე.წ. ტრანზიტულ პერიოდში რაზე უნდა იყოს ორიენტირებული სახელმწიფო და საზოგადოება.

- ამ ახალ მშვიდობიან რეალობაში მოვლენათა განვითარების რა სავარაუდო სცენარების დღის წესრიგი შეიძლება ჰქონდეს აზერბაიჯანს, როგორც სახელმწიფოს?

- ახლა რაც ჩანს, დაახლოებით ასე გამოიყურება - არ ჩანს ისეთი იდეა, რომელიც საზოგადოების უმეტესობას გააერთიანებდა.

მანამდე, ყარაბაღის დაბრუნების იდეა ყველას აერთიანებდა. ჩემი აზრით, ახლა მიმდინარეობს ახალ რეალობაში ქვეყნისა და საზოგადოების კონსოლიდაციისთვის იდეების არა მარტო ძიება, არამედ მათი რეალიზაციისთვის კონკრეტული გეგმების შემუშავება და ამ გეგმებში საზოგადოების არა მარტო ჩართვაზე, არამედ დაინტერესებაზე ფიქრი და ამ იდეების ირგვლივ საზოგადოების კონსოლიდირება.

ახლა მიმდინარეობს ახალ რეალობაში ქვეყნისა და საზოგადოების კონსოლიდაციისთვის იდეების არა მარტო ძიება, არამედ მათი რეალიზაციისთვის კონკრეტული გეგმების შემუშავება და ამ გეგმებში საზოგადოების არა მარტო ჩართვაზე, არამედ დაინტერესებაზე ფიქრი და ამ იდეების ირგვლივ საზოგადოების კონსოლიდირება

უპირველესად მხედველობაში მაქვს აზერბაიჯანის რეგიონალური ინტეგრაციული პროექტები. აზერბაიჯანს ორი რეგიონალური პროექტი აქვს, რომლებსაც პარალელურად ავითარებს და ახორციელებს. ეს გახლავთ სამხრთ კავკასიის სივრცეში ინტეგრაციული პროექტები და ცენტრალური აზიის ქვეყნების თურქეთთან და ევროპასთან ინტეგრაციული პროექტების განხორციელება.

პირველი გულისხმობს თბილისის, ერევნისა და ბაქოს ერთობლივ თანამშრომლობას სხვადასხვა ეკონომიკურ პროექტებში. სამივე ქვეყნის დედაქალაქებში კარგად ესმით რომ ამგვარი ეკონომიკური პროექტების რეალიზება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ თვალსაზრისით, გარკვეულ საკითხებში ჩვენ წარსულში ვართ ჩარჩენილი.

არადა, ეს ეხება არა მხოლოდ აზერგაიჯანის ინტეგრაციას სამხრეთ კავკასიურ სივრცეში, არამედ, სინამდვილეში ჩვენს რეგიონში ერთიანი ეკონომიკური პროექტების საშუალებით ერთიან ეკონომიკურ სივრცეზე არა მარტო ფიქრს, არამედ განხორციელებაც.

აზერბაიჯანს ორი რეგიონალური პროექტი აქვს, რომლებსაც პარალელურად ავითარებს და ახორციელებს. ეს გახლავთ სამხრთ კავკასიის სივრცეში ინტეგრაციული პროექტები და ცენტრალური აზიის ქვეყნების თურქეთთან და ევროპასთან ინტეგრაციული პროექტების განხორციელება

მეორე გახლავთ აზერბაიჯანის მონაწილეობა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ინტეგრაციულ პროცესებში.

- რამდენადაც ვხდები თქვენ გულისხმობთ გასულ წელს ტაშკენტში ჩატარებულ სამიტს, რომელშიც მონაწილოება მიიღეს ყაზახეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა.

ამ სამიტზე საუბარი იყო ერთიან ეკონომიკური და სატრანსპორტო ორგანიზაციის შექმნაზე, რომელსაც ეყოლება თავისი სამდივნო, უხუცესთა საბჭო და ექნება გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები.

ამ ფორმატში აზერბაიჯანმა როგორც სრულფასოვანმა წევრმა მიიღო მონაწილეობა. ამ ორგანიზაციის ფარგლებში პირველად შეიქმნა სამხეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების თურქეთთან და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესების მართვის რეალური მექანიზმები.

ნავარაუდევია ამ ორგანიზაციაში სომხეთის დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობა. ერთი სიტყვით შეიძლება ითქვას, რომ ამ პროექტის ამოქმედების შემდეგ აზერბაიჯანი იქნება ცენრალური აზიის ქვეყნების თურქეთთან და ევროპასთან დაკაკავშირებელი საკვანძო ქვეყანა.

არ ვიცი რამდენად სწორად გავიხსენე ტაშკენტში ჩატარებული სამიტის შედეგები, მაგრამ, როგორც ვხდები აზერბაიჯანისთვის მეორე სერიოზულ გამოწვევად ამ ორგანიზაციაში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობთ...

- დიახ, სწორს ბრძანებთ, ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში აზერბაიჯანი ცენტრალური აზიის ქვეყნების თურქეთთან და ევროპასთან დაკავშირებისა და ინტეგრაცლიული პროექტების თუ შეიძლება ასე ითქვას, საკვანძო ქვეყანა იქნება და პროვაიდერის როლს შეასრულებს.

გარდა ამისა, დრომ გვანახა რომ თუ გვინდა ჩვენი ქვეყნებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ჩვენი ქვეყნები მაქსიმალურად უნდა იყვნენ ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკაში, თურქეთის საშუალებით ჩართული ევროპასთან ინტეგრაციულ პროცესებში. ანუ, მონაწილეობა უნდა მივიღოთ გეოპოლიტიკური პროექტებში, თან ისე, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ პოლიტიკური ნეიტრალურობა.

ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში აზერბაიჯანი სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების თურქეთთან და ევროპასთან დაკავშირებისა და ინტეგრაცლიული პროექტების თუ შეიძლება ასე ითქვას, საკვანძო ქვეყანა იქნება და რომელიც პროვაიდერის როლს შეასრულებს

ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია გავიხსენოთ აზერბაიჯანულ-ქართული ერთობლივი პროექტები, რომელიც გასული საუკუნის ბოლოსა და ამ საუკუნის დასაწყისში იქნა განხორციელებული. მხედველობაში მაქვს ბაქო-თბილისი-ჯეიხანი, ბაქო-თბილისი-ერზერუმი, ბაქო-თბილისი სუფსა. ასევე ბაქო-თბილის-ყარსის რკინიგზა.

გვახსოვს, 2008 წლის ომის დროს რა საფრთხე შეუქმნა რუსეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენს. ამ ნავთობსადენიდან პრაქტიკულად რამდენიმე კილომეტრში იდგნენ რუსები.

ახლა საუბარი იმაზე, რომ აზერბაიჯანმა ცენტრალური აზიის ქვეყნები დააკავშიროს თურქეთთან და ევროპასთან. ახლა უკვე შეუძლებელია სამხრეთ კავკასიის რეგიონის ცენტრალური აზიის ქვეყნების გარეშე განხილვა.

- რამდენიმე დღის წინ ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმადაც სომხეთი ყაზახურ ხორბალსა და ნავთობპროდუქტებს, ასევე აზერბაიჯანულ ნავთობპროდუქტებს აზერბაიჯანიდან საქართველოს რკინიგზით მიიღებს.

როგორც ვხდები კავკასიის ქვეყნებთან ცენტრალური აზიის ინტეგრაციულ პროექტებში თავისი წვლი საქართველომ უკე შეიტანა...

- დიახ ასეა ნამდვილად. აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები სამაგალითოა. ბაქოსა და თბილისს რომ ერთმანეთის კარგად ესმით, ეს ბოლო შეთანხმებაც დაასტურია.

ჩვენ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ამ სტრატეგიული პროექტის მონაწილე გახდეს ჩვენი მეზობელი სომხეთი.

- იყო დრო, როცა იყო მოლოდინი რომ „ნაბუკოსა“ და „შახდენიზის“ საშუალებით საქართველოზე გაცილებით მეტი აზერბაიჯანული ნავთობი და გაზი გაივლიდა.

შემდეგ, ვნახეთ, რომ ამ ორივე პროექტებზე ბევრი არც არაფერი გვსმენია. რამდენად დიდია იმის ალბათობა, როგორც თქვენ ამბობთ, „ახალ რეალობებში“ ამ თემებზე გააქტიურდება მსჯელობა და რეალური ნაბიჯები გადაიდგას?

- ეს პროექტები სხვა სახელით იქნენ რეალიზუბული. მას შემდეგ რაც ბაქო-თბილისი-ჯეიხანი კლინტონის ადმინისტრაციის პატრონაჟით იქნე განხორციელებული, მალე დაიწყო საუბარი „ნაბუკოს“ პროექტზე. მაგრამ, მაშინ ვაშონგტონშიც და ბრიუსელში საჭიროდ ჩათვალეს რუსეთთან თანამშრომლობის დაწყება. ამის გამო „ნაბუკოს“ პროექტს მხარდაჭერა აღარ ჰქონდა. განსაკუთრებით ამ მხრივ გერმანია აქტიურობდა, რადგან ბერლინში მიაჩნდათ რომ „ცივი ომი“ დასრულებულია და რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა აუცილებელი იყო.

მაგრამ, აზერბაიჯანმა, ის რაც გათვალისწინებული იყო „ნაბუკოს“ პროექტით, მაინც განახორციელა. პრაქტიკულად აზერბაიჯანმა „ნაბუკო“ სამ ნაწილად გაყო და ასე განახორციელა. 1. „გაზის სამხრეთ კორიდირი“, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოს გავლით გაედინება, ასევე 2. „ტანაბის“ პროექტი, რომელიც ანატოლიაში მიდის, და 3. „სამხრეთ კავკასიური“, რომელიც ადრატიკულ ზღვაში ხვდება.

აზერბაიჯანმა, ის რაც გათვალისწინებული იყო „ნაბუკოს“ პროექტით, მაინც განახორციელა. პრაქტიკულად აზერბაიჯანმა „ნაბუკო“ სამ ნაწილად გაყო და ასე განახორციელა. 1. „გაზის სამხრეთ კორიდირი“, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოს გავლით გაედინება, ასევე 2. „ტანაბის“ პროექტი, რომელიც ანატოლიაში მიდის, და 3. „სამხრეთ კავკასიური“, რომელიც ადრატიკულ ზღვაში ხვდება

რაც შეეხება აზერბაიჯანულ შახ-დენიზის ნავთობს. ამ საბადოდან ნავთობი კარგა ხანია ხვდება ბაქო-თბილისი-ჯეიხარის მილსადენში და ხვდება მსოფლიო ბაზრებზე. ყაზახური ნავთობი ასევე უკვე ხვდება საქართველოს გავლით თურქეთსა და ევროპაში. ასევე დიდია იმის ალბათობა, რომ თურქმენული გაზი აზერბაიჯან-საქართველოს გავლით მოხვდეს თურქეთსა და ევროპაში.

- თქვენს მიერ ნახსენები „ახალი რეალობის“ ნაწილია ის, რაც სომხეთის ერთ-ერთი საგარეო გამოწვევაა და მას სომხეთის თურქულ სამყაროსთან შერიგების პროცესი ჰქვია.

ბაქოსა და ერევანს, ანაკარასა და ერევანს შორის ურთიერთობები ნელ-ნელა ლადგება და ახალ ხასიათსა და დატვირთვას იძენს. თქვენ როგორ შეაფასებდით თურქულ სამყაროსთან სომხეთის შერიგების პროცესს?

- ეს პროცესი დაწყებულია და მეტ-ნაკლები წარმატებით ხორციელდება. მაგრამ, საქმე ისაა, რომ ეს საკითხი ქცეულია სომხეთის საშინაო პოლიტიკის საქმედ. სომხურ საზოგადოებაში ბევრი მხარს უჭერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, თურქეთსა და სომხეთს შორის კონფლიქტების ამოწურვას და ურთიერთობების სხვა ეტაპზე გადასვლას.

მაგრამ, სომხეთში, საკმაოდ მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც ამ პროცესს ეწინააღმდეგებიან. ახლა ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება პროცესები სომხეთში. პრემიერი ფაშინიანი ბევრს აკეთებს იმისთვის რომ სომხურ საზოგადოებას მკაფიოდ დაანახოს აზერბაიჯანთან და თურქეთთან თანამშრომლობის აუცილობლობა და ის სიკეთეები, ეს რას მოუტანს სომხეთს და სომხურ საზოგადოებას.

ახლა ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება პროცესები სომხეთში. პრემიერი ფაშინიანი ბევრს აკეთებს იმისთვის რომ სომხურ საზოგადოებას მკაფიოდ დაანახოს აზერბაიჯანთან და თურქეთთან თანამშრომლობის აუცილობლობა და ის სიკეთეები, ეს რას მოუტანს სომხეთს და სომხურ საზოგადოებას

ვხედავთ, რომ სომხეთში პოლიტიკურ ბრძოლაში აქტიურადაა ჩართული სომხული ეკლესია და სასულიერო პირები. ისინი ეწინააღმდეგებიან სომხეთის თურქეთთან და აზერბაიჯანთან დაახლოებას, ეკონომიკის საშუალებით მხარეებს შორის ნდობის იმგვარად აღდგენას, რომ ირივე მხარის განვითარებაზე იყოს ორიენტირებული.

თუ პრემიერ ფაშინიანის მცდელობები წარმატებული აღმოჩნდა, სომხეთი არა მარტო ჩაერთვება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე ინტეგრაციულ პროცესებში, არამედ მონაწილეობას მიიღებს იმ პროექტებში, რომლებიც დაგეგმილია აზერბაიჯანის გავლით ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ტვირთების ტრანზიტზე თურქეთსა და ევროპაში.

თუ პრემიერ ფაშინიანის მცდელობები წარმატებული აღმოჩნდა, სომხეთი არა მარტო ჩაერთვება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე ინტეგრაციულ პროცესებში, არამედ მონაწილეობას მიიღებს იმ პროექტებში, რომლებიც დაგეგმილია აზერბაიჯანის გავლით ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ტვირთების ტრანზიტზე თურქეთსა და ევროპაში

- ბევრი საუბარი გვესმის „ტრამპის გზასთან“ დაკავშირებით. ვრცელდება ინფორმაციები რომ ამ პროექტის ფარგლებში ამერიკული კომპანიების გარდა ერთამნეთთან თანამშრომლობა დაიწყეს აზერბაიჯანულმა და სომხურმა სამშენებლო კომპანიებმა.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც არაქსის მდინარის გასწვრივ ხეობაში ხდება და რომელსაც ზანგეზურის კორიდორსა და „ტრამპის გზას“ ეძახიან?

- ზანგეზურის კორიდორის პერსპექტივასთან დაკავშირებით პრეზიდენტ ალიევს არა ერთხელ გამოუთქვამს თავისი პოზიტიური დამოკიდებულება.

საქმე ისაა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შოროს ბოლო საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ სომხეთმა თავის სამხრეთ საზღვრებთან ბევრი ქვეყნების წარმომადგენლები მიიწვია. მხედველობაში მაქვს ერევნის მიერ ხსენებულ რაიონში საფრანეთის, ევროკავშირისა და ასევე ამერიკელები მოწვევა. როგორც ჩანს, სომხურ დიპლომატიას ეგონა, რომ სომხეთის სამხრეთ საზღვრებზე სხვადასხვა ძალების ერთად თავმოყრა მათთვის კარგი იქნებოდა.

მაგრამ, მას შემდეგ, რაც 2025 წლის 8 აგვისტოს თეთრ სახლში პრეზიდენტ ტრამპის მონაწილეობით მოხდა პრეზიდენტ ალიევისა და პრემიერ ფაშინიანის შეხვედრა, და ხელი მოეწერა შეთანხმებას რომ ზანგეზურის კორიდორში პროცესები აშშ-ს პატრონაჟით განხორციელდებოდა, ახლა სომხური დიპლომატია საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია.

სომხეთში უცხო ქვეყნების მესაზღვრეებთან დაკავშირებით ტექნიკური დეტალების გარკვევის შემდეგ ზანგეზურის კარიდორთან დაკავშირებით პროცესები სწრაფად დაიძვრება. მითუმეტეს რომ ბევრი მიმართულებით საპროექტო სამუშაოები ამერიკული, სომხური და აზერბაიჯანული კამპანიების მონაწილეობით უკვე მიმდინარეობს

მათ ახლა უწევთ ყველა ადრე მოწვეულ ჯგუფებთან ცალ-ცალკე მუშაობა. როგორც ჩანს, სომხური დიპლომატია ცალკე საფრანგეთს და ცალკე ევროკავშირს პირდებოდა რომ სომხეთ-ირანის საზღვარზე ისინი იქნებოდნენ.

ამ საკითხში პრეზიდენტ ალევის პოზიცია ასეთია - ზანგეზურის კორიდორი სომხეთის ტერიტორიაზეა და სომხეთის სუვერენული უფლებაა ამ რაიონში ვის მოწვევას ამჯობინებს. თუ ერევანი ამერიკელების მოწვევას მოისურვებს, ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვექნება. თუ სხვა არჩევანი ექნებათ, ესეც მათი საქმეა.

სომხეთში უცხო ქვეყნების მესაზღვრეებთან დაკავშირებით ტექნიკური დეტალების გარკვევის შემდეგ ზანგეზურის კარიდორთან დაკავშირებით პროცესები სწრაფად დაიძვრება. მითუმეტეს რომ ბევრი მიმართულებით საპროექტო სამუშაოები ამერიკული, სომხური და აზერბაიჯანული კამპანიების მონაწილეობით უკვე მიმდინარეობს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ახმედ ალილი - აზერბაიჯანი  სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების თურქეთთან და ევროპასთან ინტეგრაციული პროექტების განხორციელების საკვანძო ქვეყანა იქნება და ამ პროცესში პროვაიდერის როლს შეასრულებს
სტეპან გრიგორიანი - დიდია შანსი, 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ფაშინიანის პარტიამ მოიგოს, ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს თუ მხოლოდ პირველ ადგილზე გავა, არჩევნები გვანახებს
ქართული პრესის მიმოხილვა 05.01.2026
„ქართული ბრენდის დღეზე“ სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა
ეკომეგობრული გათბობა - როგორ შევამციროთ ჩვენი ნახშირბადის კვალი?