დონალდ ტრამპი - 2027 წლისთვის ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტი არა 1 ტრილიონი, არამედ 1.5 ტრილიონი დოლარი უნდა იყოს

2027 წლისთვის ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტი 1.5 ტრილიონი დოლარი უნდა იყოს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„სენატორებთან, კონგრესმენებთან და სხვა პოლიტიკურ წარმომადგენლებთან ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების შემდეგ, დავადგინე, რომ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, განსაკუთრებით ამ საშიშ დროში, ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტი 2027 წლისთვის არა 1 ტრილიონი, არამედ 1.5 ტრილიონი დოლარი უნდა იყოს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

მისი თქმით, თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდის მიზანს აშშ-ის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და თანამედროვე შეიარაღებული ძალების შექმნა წარმოადგენს.

„აღნიშნული საშუალებას მოგვცემს, რომ „ოცნების არმია“ შევქმნათ, რომელიც ნებისმიერი მტრის მიუხედავად, დაგვიცავს და ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს