კირ სტარმერმა და დონალდ ტრამპმა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის დაკავების საკითხზე ისაუბრეს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის დაკავების საკითხზე ისაუბრეს, - ინფორმაციას Sky News-ი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მათ განიხილეს Bella 1-ის დაკავების ერთობლივი ოპერაცია, როგორც სანქციების დარღვევასთან ბრძოლის ერთობლივი ძალისხმევის ნაწილი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ კირ სტარმერმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „უკრაინასთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი მიღწევები, ვენესუელაში აშშ-ის ოპერაცია და გრენლანდიის საკითხი განიხილეს“.

შეგახსენებთ, აშშ-მა ვენესუელასთან დაკავშირებული რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი ატლანტის ოკეანეში გუშინ დააკავა. დაკავების ოპერაცია აშშ-ის სანაპირო დაცვამ და ამერიკელმა სამხედროებმა ბრიტანელი ჯარისკაცების მხარდაჭერით განახორციელეს.

თავდაპირველად ნავთობტანკერი Bella 1-ის სახელწოდებით იყო ცნობილი, თუმცა მოგვიანებით ხომალდმა სახელი შეიცვალა და რუსეთის გემების ოფიციალურ რეესტრში ახალი სახელით - Marinera-თი გამოჩნდა. აშშ-ის სანაპირო დაცვამ აღნიშნული ტანკერის დაკავება წინა თვეში ვენესუელასთან სცადა, თუმცა ვერ მოახერხა. რამდენიმე დღის წინ ხომალდის ეკიპაჟმა ტანკერზე რუსეთის დროშა დახატა და რუსეთმა ტანკერის ესკორტირებისთვის წყალქვეშა ნავი და სხვა საზღვაო ხომალდები გაგზავნა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს