გიგა ფარულავა - როდესაც „ოცნებამ“ 20 ივნისის საქმის ამნისტია გამოაცხადა, მხოლოდ ჩვენი გუნდი იყო წინააღმდეგი, რადგან ვთვლით, რომ სრულყოფილი გამოძიება უნდა ჩატარებულიყო - დადგინდება, ვინ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება

როდესაც „ოცნებამ“ 20 ივნისის საქმის ამნისტია გამოაცხადა, მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური გუნდი იყო ამის წინააღმდეგი, ვინაიდან გიორგი გახარია და ჩვენი გუნდი ყოველთვის თვლიდა, რომ ამ საქმეზე უნდა ჩატარებულიყო სრულყოფილი გამოძიება, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი, გიგა ფარულავა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „აუცილებლად დადგინდება, ვინ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გიორგი გახარიას გვერდის ავლით და ვინ დააორგანიზა და რა მიზნით ჩამოიყვანა გავრილოვი საქართველოში“.

„2021 წელს, როდესაც „ოცნებამ“ 20 ივნისის საქმის ამნისტია გამოაცხადა, მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური გუნდი იყო ამის წინააღმდეგი - ვინაიდან გიორგი გახარია და ჩვენი გუნდი ყოველთვის თვლიდა, რომ ამ საქმეზე უნდა ჩატარებულიყო სრულყოფილი გამოძიება.

ეს აუცილებლად მოხდება, ოღონდ არა „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში - ვინმეს თუ ჰგონია, რომ ამ პასუხისმგებლობისგან გაძვრება ან დაიმალება, ძალიან ცდება. აუცილებლად დადგინდება: 1. ვინ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გახარიას გვერდის ავლით; 2. ვინ დააორგანიზა და რა მიზნით ჩამოიყვანა გავრილოვი საქართველოში“, - წერს გიგა ფარულავა.

შეგახსენებთ, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

ყოფილ პრემიერს და შს მინისტრს „გავრილოვის ღამის“ ეპიზოდზე ბრალი “სისხლის სამართლის კოდექსის“ 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით აქვს წაყენებული. მას ბრალდების მხარე ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას ედავება.

20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს