ირაკლი ქადაგიშვილი - არ შეიძლება სახელმწიფოს ინტერესებს ასე უდგებოდე: ხურდაში გავატანოთ, იმან ეს მოგვთხოვა, ამან ის მოგვთხოვა, იმას ასე აწყობს და ა.შ. გინდა ევროკავშირი იყოს, გინდა სხვა გაერთიანება თუ სახელმწიფო, ასე არ შეიძლება!

არ შეიძლება შენი სახელმწიფოს ინტერესებს ასე უდგებოდე - ხურდაში გავატანოთ, იმან ეს მოგვთხოვა, ამან ის მოგვთხოვა, იმას ასე აწყობს და ა.შ. გინდა ევროკავშირი იყოს, გინდა სხვა გაერთიანება თუ სახელმწიფო, ასე არ შეიძლება!, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი შეფასებით, დაზიანებული მენტალობაა, როდესაც მიაჩნიათ, რომ „ჩვენი სახელმწიფო ვიღაცის ინტერესების გამო რაღაც ხურდაშია გასატანებელი.“

„უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ - რა არის სახელმწიფო. ჩვენ ისე ვუყურებთ საქართველოს, მიგვაჩნია, რომ ჩვენი სახელმწიფო ვიღაცის ინტერესების გამო რაღაც ხურდაშია გასატანებელი - ეს არის დაზიანებული მენტალობა. არ შეიძლება შენი სახელმწიფოს ინტერესებს ასე უდგებოდე - ხურდაში გავატანოთ, იმან ეს მოგვთხოვა, ამან ის მოგვთხოვა, იმას ასე აწყობს და ა.შ. გინდა ევროკავშირი იყოს, გინდა სხვა გაერთიანება თუ სახელმწიფო, ასე არ შეიძლება! რაც შეეხება პროცესს, ეს არის გარკვეულ კრიტერიუმებზე დამყარებული, გაზომვადი, ჩამოყალიბებული მოცემულობები. ამ გაზომვად ჩამოყალიბებულ მოცემულობებს, რაც ასოცირების ხელშეკრულებაში და სამოქმედო გეგმაშია ასახული, საქართველოს ხელისუფლება გეგმაზომიერად ასრულებს. ამ მიმართულებით ჩვენ ნახევარი გზა გავლილი გვაქვს. პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე როცა ითხოვენ დამატებით პირობებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია არა ღია პოლიტიკურ პროცესთან, არამედ გარკვეულად ისეთ საკითხებთან, რაც შენი ქვეყნის სუვერენიტეტთან, კონსტიტუციასთან, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების სტანდარტებთან არის შეუსაბამობაში, ბუნებრივია, თუ ქვეყანა ამ გზით წავიდა, საბოლოოდ ეს ქვეყანა სხვა ქვეყნების თუ კავშირების მანიპულირების ობიექტი გახდება, რასაც კარგი არ მოაქვს. ეს ისტორიულად არის დამტკიცებული, ჩვენ ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს