გია ვოლსკი - ვენეციის კომისია პოლიტიკურ ველზე შემოიჭრა - ბევრი რეკომენდაცია სააკაშვილის პერიოდშიც არ გათვალისწინებულა, მაგრამ ჩვენთან ამოცანად იქცა, რომ ვენეციის კომისიის სახით უნდა არსებობდეს ხელკეტი და მუდმივად ხვდებოდეს „ქართულ ოცნებას“

ვენეციის კომისიის მიმართ კრიტიკულები ვართ, რადგან პოლიტიკურ ველზე შემოიჭრა, სამართლებრივი შეფასებები აბსოლუტურად დაივიწყეს - მათი ბევრი რეკომენდაცია სააკაშვილის პერიოდშიც არ გათვალისწინებულა, მაგრამ ჩვენთან ეს გარკვეულ სტრატეგიულ ამოცანად იქცა, რომ გინდა თუ არა ვენეციის კომისიის სახით უნდა არსებობდეს ხელკეტი და მუდმივად უნდა ხვდებოდეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის გადაწყვეტილებას 66 ორგანიზაციის დატოვების შესახებ, რომელთა შორის ვენეციის კომისიაცაა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველომ ვენეციის კომისიიდან არაერთი სერიოზული პოლიტიკური დარტყმა მიიღო.

„ვენეციის კომისია, როგორც ექსპერტების კლუბი იყო შექმნილი, რომელიც ქვეყნებს ეხმარება, აძლევს რჩევებს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველომ არაერთი სერიოზული პოლიტიკური დარტყმა მიიღო ვენეციის კომისიიდან, რომ თურმე გამჭვირვალობის მოთხოვნა ან ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა არასწორია და თითქოს ეს ადამიანების მიმართ აგრესიული დამოკიდებულების განვითარებას იწვევს. ასევე იყო უამრავი სხვა თემა, რომელიც წმინდა პოლიტიკური და არანაირად სამართლებრივი შინაარსის არ იყო. აშშ-ს ამასთან დაკავშირებით თავისი ხედვა გააჩნია. არ უნდათ მონაწილეობა მიიღონ იმ მანიპულაციებში, რაც ვენეციის კომისიას ბოლო პერიოდში დასჩემდა. რასაკვირველია, ჩვენ სხვა მიზეზი გვაქვს, მაგრამ რეალურად, ვხედავთ რაც ხდება. სამართლებრივად გამართულ კანონებზე კი არ აქვთ საუბარი, არამედ საუბარი აქვთ იმაზე, რომ არ შეიძლება პოლიტიკური პარტია აიკრძალოს მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული აქვთ ჩადენილი და თუნდაც ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში აქვთ წვლილი შეტანილი. იციან, რომ დანაშაული ჩადენილია, წამებას რომ სისტემური ხასიათი ჰქონდა და სტრასბურგის სასამართლომ ამაზე გადაწყვეტილებები მიიღო, მაგრამ მაინც თავისას ამბობენ, რომ არა და მორჩა - პოლიტიკურად გამართლებული არ არის. ამ თემას არ გადადიან არანაირად. რასაკვირველია, პოლიტიკური ორგანიზაციის პოლიტიკური ბერკეტი პოლიტიკურ ხელკეტად უნდა აქციონ. მათი ბევრი რეკომენდაცია სააკაშვილის პერიოდშიც არ გათვალისწინებულა, მაგრამ ჩვენთან ეს გარკვეულ სტრატეგიულ ამოცანად იქცა, რომ გინდა თუ არა ვენეციის კომისიის სახით უნდა არსებობდეს ხელკეტი და მუდმივად უნდა ხვდებოდეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატები 66 ორგანიზაციას ტოვებს, რომელთა შორისაა ვენეციის კომისია. „პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ ტოვებს 66 ანტიამერიკულ, უსარგებლო ან მფლანგველურ საერთაშორისო ორგანიზაციას", - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში. რუბიოს ინფორმაციით, გრძელდება განხილვა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებითაც.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს