ვოლოდიმირ ზელენსკი - უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივი დოკუმენტი აშშ-ის პრეზიდენტთან გასაფორმებლად ფაქტობრივად მზად არის

უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივი დოკუმენტი აშშ-ის პრეზიდენტთან გასაფორმებლად ფაქტობრივად მზად არის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა საფრანგეთში უკრაინის დელეგაციის მუშაობის შედეგები გააცნო.

„მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა ევროპული და ამერიკული გუნდების ძალისხმევას წარმატებით აერთიანებს. ჩვენ, ერთობლივად, აღდგენისა და ეკონომიკური განვითარების შესახებ დოკუმენტებიც განვიხილეთ. ასევე, ომის დასრულების ძირითადი ჩარჩოდან ყველაზე რთული საკითხები იქნა განხილული. უკრაინულმა მხარემ შესაძლო ვარიანტები წარადგინა. გვესმის, რომ ამერიკული მხარე რუსეთს დაუკავშირდება და ველით რეაქციას იმის შესახებ, ნამდვილად სურს თუ არა აგრესორს ომის დასრულება“, - წერს ზელენსკი.

მისი თქმით, კიევში დაბრუნების შემდეგ უკრაინის დელეგაცია მოლაპარაკებების შესახებ დეტალურ ანგარიშს წარადგენს.

„პარტნიორებს რუსეთის დარტყმების შესახებაც ვაცნობეთ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოსკოვი პრიორიტეტების გადახედვას არ აპირებს. აუცილებელია, რომ რუსეთზე ზეწოლა გაძლიერდეს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს