„თავისუფლების მოედანმა“ „გარდამავალი ეტაპის გეგმა“ წარადგინა

პოლიტიკურმა მოძრაობამ „თავისუფლების მოედანი“ უზენაეს სასამართლოსთან “გარდამავალი ეტაპის გეგმა” წარადგინა.

„თავისუფლების მოედნის” “გარდამავალი ეტაპის გეგმა” მოიცავს ხედვას იმის შესახებ, თუ როგორ წარმოუდგენიათ სამართლიანი საარჩევნო გარემო; რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ხელისუფლების ცვლილებიდან პირველ 100 დღეში და როგორ აღდგება კონსტიტუციური წესრიგი, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები.

მოძრაობის წარმომადგენლების განცხადებით, საქართველო დღეს „ღრმა პოლიტიკურ და ინსტიტუციურ კრიზისში იმყოფება“. მათი შეფასებით, „ხელისუფლების მიტაცებამ და უკონტროლო ძალაუფლებამ“ შეასუსტა სახელმწიფო და „დაანგრია მოქალაქეთა ნდობა“.

მათივე განცხადებით, „არალეგიტიმური მმართველობის“ პირობებში ქვეყანა იზოლაციაში ექცევა, რაც, მათი თქმით, ეწინააღმდეგება საქართველოს მშვიდობიან, ღირსეულ და დასავლურ მომავალს.

პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ცუცქირიძის განცხადებით, მოძრაობამ ბოლო თვეების განმავლობაში შეიმუშავა ხედვა, რომელიც აღწერს ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელების გზებსა და ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების მექანიზმებს.

მისივე თქმით, „თავისუფლების მოედანს“ მიაჩნია, რომ საზოგადოებამ წინასწარ უნდა იცოდეს, რა ცვლილებები განხორციელდება ქვეყანაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლის შემთხვევაში. ცუცქირიძის განცხადებით, გარდამავალი ეტაპის გეგმაზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

“გასული თვეების განმავლობაში გამოვაქვეყნეთ ხედვა, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ბრძოლა ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ და როგორ უნდა ჩამოვაცილოთ ისინი ძალაუფლებას.

“თავისუფლების მოედანს” გვჯერა, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს “ქართული ოცნების” ცვლილების შემთხვევაში რა შეიცვლება ქვეყანაში. ასეთ გეგმაზე ვმუშაობდით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. გეგმა მოიცავს საკვანძო საკითხებს, რომლებიც საჭიროა იმისთვის, რომ ქვეყანაში აღვადგინოთ ანგარიშვალდებული ხელისუფლების მდგომარეობა და ქვეყანაში დემოკრატიული წესრიგი დაბრუნდეს. ამიტომ, გარდამავალო ეტაპის გეგმა ითვალისწინებს ისეთ რეფორმებს, რომლებიც მოახდენს ცვლილებებს. ეს ეხება ხელისუფლების ფუნქციონირებას, ძალაუფლების გადანაწილებას, ძალაუფლების საარჩევნოდ დაბალანსებას, სოციალურ საკითხებს და საჯარო სამსახურების სრულ გათავისუფლებას პარტიული კონტროლისგან. ეს არის მინიმალური ცვლილებები, იმისათვის, რომ შევძლოთ სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრა”,- განაცხადა ცუცქირიძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანი  სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების თურქეთთან და ევროპასთან ინტეგრაციული პროექტების განხორციელების საკვანძო ქვეყანა იქნება და ამ პროცესში პროვაიდერის როლს შეასრულებს
სტეპან გრიგორიანი - დიდია შანსი, 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ფაშინიანის პარტიამ მოიგოს, ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს თუ მხოლოდ პირველ ადგილზე გავა, არჩევნები გვანახებს
ქართული პრესის მიმოხილვა 05.01.2026
„ქართული ბრენდის დღეზე“ სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა
ეკომეგობრული გათბობა - როგორ შევამციროთ ჩვენი ნახშირბადის კვალი?