ვენესუელაში აცხადებენ, რომ დიდი რაოდენობით პატიმრებს, მათ შორის უცხოელებს გაათავისუფლებენ

ვენესუელა დიდი რაოდენობით პატიმრებს, მათ შორის, უცხოელებს გაათავისუფლებს. ამის შესახებ ვენესუელის პარლამენტის (ეროვნული ასამბლეის) თავმჯდომარემ, ხორხე როდრიგესმა განაცხადა.

პატიმრების გათავისუფლებას, რასაც ვენესულის ოპოზიცია დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა, როდრიგესის თქმით მშვიდობის ჟესტია.

მან აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად იქნა მიღებული და სხვა რომელიმე მხარესთან არ იყო შეთანხმებული.

“ბოლივარიული რესპუბლიკის მთავრობამ, სახელმწიფო ინსტიტუტებთან ერთად, გადაწყვეტა დიდი რაოდენობით ვენესუელელი და უცხოელი პირების გათავისუფლება, და გათავისუფლების პროცესის ამწამს მიმდინარეობს”, - განაცხადა როდრიგესმა.

ცნობისთვის, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ხორხე როდრიგესი ვენესუელის მოქმედი პრეზიდენტის და მადუროს პერიოდში ვიცე-პრეზიდენტის, დელსი როდრიგესის ძმაა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს