ჯეი დი ვენსი - ევროპელ მეგობრებს ვთხოვთ, რომ გრენლანდიის უსაფრთხოება უფრო სერიოზულად აღიქვან

ევროპელ მეგობრებს იმას ვთხოვთ, რომ გრენლანდიის უსაფრთხოება უფრო სერიოზულად აღიქვან, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-ს რამის გაკეთება მოუწევს. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ბრიფინგზე განაცხადა.

“[სახელმწიფო] მდივანი რუბიო მგონი, დანიისა და გრენლანდიის ლიდერებს შემდეგ კვირას ხვდება. [გრენლანდიაზე] ზოგიერთ მესიჯს პირადად გადავცემთ, ზოგიერთს საჯაროდ ვამბობთ.

ევროპელი ლიდერებისთვის და ნებისმიერი სხვისთვის ჩემი რჩევაა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი სერიოზულად აღიქვან. რა თქვა მან გრენლანდიაზე? გვერდზე გადადეთ გიჟური გადამეტებული რეაქციები, რომლებიც მედიისგან და ევროპაში ზოგიერთი ადამიანისგან დავინახე.

რა თქვა პრეზიდენტმა? პირველი - გრენლანდია ნამდვილად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამერიკის სარაკეტო თავდაცვისთვის, არამედ მსოფლიოს სარაკეტო თავდაცვისთვის. მეორე - ვიცით, რომ არიან მტრულად განწყობილი მოწინააღმდეგეები, რომლებსაც დიდი ინტერესი აქვთ გამოჩენილი ამ კონკრეტული ტერიტორიისადმი.

ასე რომ, ჩვენს ევროპელ მეგობრებს იმას ვთხოვთ, რომ ამ მიწის უსაფრთხოება უფრო სერიოზულად აღიქვან, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-ს რამის გაკეთება მოუწევს. რა იქნება ეს - ამას პრეზიდენტს დავუტოვებ, მაშინ როდესაც ჩვენ ვაგრძელებთ ამ თემაზე დიპლომატიაში ჩართულობას ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და ყველა დანარჩენთან”, - განაცხადა ვენსმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს