რუსეთმა კიევს დაარტყა, დაიღუპა 4 ადამიანი და 19 დაშავდა

რუსეთის მიერ უკრაინის დედაქალაქ კიევზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა,- ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დნეპროვსკის რაიონში, სადაც დრონმა 12-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაარტყა, ხანძარი გაჩნდა.

ასევე პეჩერსკის რაიონში, სადაც დრონმა 24-სართულიან არასაცხოვრებელ შენობას დაარტყა, 23-ე და 24-ე სართულები დაზიანდა და ხანძარი გაჩნდა.

თავდასხმის შედეგად დედაქალაქის ნაწილს ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება შეუწყდა.

„მტრის მიერ დედაქალაქზე მასშტაბური თავდასხმის შედეგად, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ქალაქის ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგია გაითიშა და წყლის მიწოდება შეწყდა“, - განაცხადა კიევის მერმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსული MiG-31K-ის აფრენის გამო, უკრაინაში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს