ამერიკელმა სენატორებმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომელიც დონალდ ტრამპის ვენესუელაში სამხედრო მოქმედებების უფლებას უზღუდავს

აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც დონალდ ტრამპს აუკრძალავს ვენესუელას წინააღმდეგ შემდგომი სამხედრო მოქმედებები კონგრესის ნებართვის გარეშე განახორციელოს.

Sky News-ის ინფორმაციით, საომარი უფლებამოსილების შესახებ რეზოლუცია 52 ხმით 47-ის წინააღმდეგ მიიღეს. მას მხარი ხუთმა“რესპუბლიკელმა“ სენატორმაც დაუჭირა.

Sky News-ი განმარტავს, რომ კანონპროექტის კანონად გადაქცევის არანაირი შანსი არ არსებობს, რადგან ამ შემთხვევაში ის წარმომადგენელთა პალატამაც უნდა მიიღოს, სადაც „რესპუბლიკელები“ ურავლესობას წარმოადგენენ.

პრეზიდენტმა ტრამპმა გააკრიტიკა რესპუბლიკელი სენატორები, რომლებმაც აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებას მხარი დაუჭირეს.

„სიუზან კოლინზი, ლიზა მურკოვსკი, რენდ პოლი, ჯოშ ჰოული და ტოდ იანგი აღარასდროს უნდა აირჩიონ თანამდებობაზე“, - განაცხადა ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

„„რესპუბლიკელებს“ უნდა რცხვენოდეთ იმ სენატორების, რომლებმაც „დემოკრატებთან“ ერთად მისცეს ხმა იმას, რომ წაერთმიათ ჩვენთვის უფლებამოსილება, ვიბრძოლოთ და დავიცვათ ამერიკის შეერთებული შტატები“, - დაწერა ტრამპმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანი  სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების თურქეთთან და ევროპასთან ინტეგრაციული პროექტების განხორციელების საკვანძო ქვეყანა იქნება და ამ პროცესში პროვაიდერის როლს შეასრულებს
სტეპან გრიგორიანი - დიდია შანსი, 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ფაშინიანის პარტიამ მოიგოს, ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს თუ მხოლოდ პირველ ადგილზე გავა, არჩევნები გვანახებს
ქართული პრესის მიმოხილვა 05.01.2026
„ქართული ბრენდის დღეზე“ სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა
ეკომეგობრული გათბობა - როგორ შევამციროთ ჩვენი ნახშირბადის კვალი?