Reuters - დონალდ ტრამპის მრჩევლები დანიისა და გრენლანდიის ელჩებს შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თანაშემწეები თეთრ სახლში დანიისა და გრენლანდიის ელჩებს შეხვდნენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემას დანიელმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის დაცვის პირობით განუცხადა, რომ დანიის ელჩი იესპერ მოლერ სორენსენი და ვაშინგტონში გრენლანდიის მთავარი წარმომადგენელი იაკობ ისბოსეთსენი თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ოფიციალურ პირებს შეხვდნენ.

წყაროს ცნობით, მოლაპარაკებების მონაწილეებმა აშშ-ის მიერ გრენლანდიასთან დაკავშირებით ბოლო კვირის განმავლობაში გაკეთებული კომენტარები განიხილეს.

ცნობისთვის, თეთრმა სახლმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ აშშ გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების ვარიანტებს განიხილავს და რომ სამხედრო ძალის გამოყენება გამორიცხული არ არის. „პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტია და ამას არქტიკის რეგიონში ჩვენი მოწინააღმდეგეების შეკავებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, აშშ-ის შეიარაღებული ძალების გამოყენება ყოველთვის ვარიანტად რჩება“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ამასთან, CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ამერიკელ კონგრესმენებთან დახურულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გრენლანდიის შეძენას გეგმავს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს