დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ მზადაა, უკრაინის სამომავლო თავდაცვაში ჩაერთოს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ რუსეთი ქვეყანაში აღარ შეიჭრება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მზადაა, აიღოს ვალდებულება უკრაინის მომავალ თავდაცვაში აშშ-ის მონაწილეობაზე, რადგან დარწმუნებულია, რომ რუსეთი ქვეყანაში აღარ შეიჭრება.

„მტკიცედ მჯერა, რომ ისინი აღარ შეიჭრებიან ქვეყანაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას არ დავთანხმდებოდი“, - განაცხადა ტრამპმა The New York Times-თან ინტერვიუში.

გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპმა უპასუხა შეკითხვას, მზად იქნება თუ არა ის ომისთვის უკრაინის დასაცავად, თუ რუსეთი დაარღვევს ცეცხლის შეწყვეტის პირობებს და ხელახლა შეიჭრება ქვეყანაში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ომის დასრულების მოლაპარაკებების ფარგლებში დასავლელი პარტნიორებისგან, განსაკუთრებით შეერთებული შტატებისგან, უსაფრთხოების მკაფიო გარანტიებს ითხოვს. კიევს სურს, რომ მისმა მოკავშირეებმა აიღონ ვალდებულება, დაეხმარონ უკრაინას სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ რუსეთის მზრიდან ხელახალი შეჭრის შემთხვევაში.

NYT-ი წერს, რომ ტრამპის კომენტარები მისი მხრიდან ყველაზე მკაფიო სიგნალი იყო იმისა, რომ მან მხარი დაუჭირა ასეთ ვალდებულებებს - სულ მცირე, მოკავშირეების მხარდაჭერის კონტექსტში. ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტის კომენტარებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის დარწმუნებულია, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მშვიდობა სურს.

„ვფიქრობ, მას შეთანხმების დადება სურს, მაგრამ მე ამაზე ვფიქრობდი, დიდხანს ვფიქრობდი“, - აღნიშნა ტრამპმა.

რუსეთის მხრიდან ახალი თავდასხმის შემთხვევაში უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველყოფის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების კომენტირებისას, ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ამაში წამყვან როლს არ ითამაშებს.

„მოდით, ასე ვთქვათ: მისი მოკავშირეები, მთელი ევროპა, სხვა ქვეყნები, რომლებიც ჩართულები არიან - და შეერთებული შტატები“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს