ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი 4 ოქტომბერზე - ვასრულებდი ჩემს პროფესიულ მოვალეობას, ვფიქრობ, ორბელიანების სასახლის ეზოში შესვლით გარკვეული რაოდენობის ადამიანი გადავარჩინე - დღესაც იმავეს გავაკეთებდი

ვასრულებდი ჩემს პროფესიულ მოვალეობას. ვფიქრობ, რომ ჩემი იქ შესვლით გარკვეული რაოდენობის ადამიანი გადავარჩინე,- ამის შესახებ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულმა ექიმმა, გიორგი ჩახუნაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 4 ოქტომბრის მოვლენების დროს არ დაფიქრებულა, ისე გააკეთა ყველაფერი, თუმცა აცხადებს, რომ დღესაც იმავეს გააკეთებდა.

„კადრებში ჩანს, რომ მე სასახლის [პრეზიდენტის ადმინისტრაციის] ეზოში ვარ და ამას არც უარვყოფ. ვასრულებდი ჩემს პროფესიულ მოვალეობას. ვფიქრობ, რომ ჩემი იქ შესვლით გარკვეული რაოდენობის ადამიანი გადავარჩინე. დღესაც იმავეს გავაკეთებდი, მაშინ არ დავფიქრებულვარ, ისე გავაკეთე ყველაფერი.

დიახ, კადრებში ჩანს, რომ ხელს ვიქნევ, ეს და სხვა ყველა მოქმედება - სამედიცინო მოქმედება იყო. ყველაფერი, რაც მე გავაკეთე სასიკეთოდ იყო გაკეთებული. იქ ჩხუბი და დავიდარაბა არ ყოფილა“,- განაცხადა გიორგი ჩახუნაშვილმა.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გიორგი ჩახუნაშვილის მიმართ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მასთან ერთად ბრალდებულები არიან - გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალავა, კონსტანტინე კოკაია, დავით ჟღენტი, კახაბერ მჟავანაძე, ალექსანდრე გოგოლაძე, დავით სტურუა, ევა შაშიაშვილი, ზაქრო ალბუთაშვილი, გენადი კელიხაშვილი, დათო ღუწკაია, რამაზ ჯორბენაძე, ჯანდრი თირქია და ია დარახველიძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს