არჩილ გორდულაძე - როდესაც საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ არიან, არ უწყდებათ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობის შესაძლებლობა - სამინისტრო არ გადაურიცხავს კლინიკას თანხას მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანი დარეგისტრირებულია ამ კლინიკაში

როდესაც საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ არიან, მათ არ უწყდებათ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობის შესაძლებლობა - ჯანდაცვის სამინისტრო არ გადაურიცხავს რომელიმე კლინიკას კონკრეტულ თანხას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანი დარეგისტრირებულია ამ კლინიკაში და ეს ადამიანი არ იმყოფება საქართველოში, - ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის იმ ბრძანებას ეხებოდა, სადაც საუბარია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით საქართველოს ის მოქალაქეები ვეღარ ისარგებლებენ, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ, უწყვეტად, 6 თვე და მეტი ვადით იმყოფებიან.

როგორც გორდულაძემ განმარტა, მიღებული გადაწყვეტილების მიზანი ხარჯების რაციონალური გაწევაა.

„ეს არის აბსოლუტური ტყუილი - არავითარ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ არიან, მათ არ უწყდებათ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობის შესაძლებლობა. ეს არის სიცრუე. რეალობა არის აბსოლუტურად სხვა - ჯანდაცვის სამინისტრო არ გადაურიცხავს რომელიმე კლინიკას კონკრეტულ თანხას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანი დარეგისტრირებულია ამ კლინიკაში და ეს ადამიანი არ იმყოფება საქართველოში. კლინიკის დაფინანსება არ მოხდება იმიტომ, რომ ადამიანი არის 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში საზღვარგარეთ. ხოლო ამ ადამიანს როგორც კი ჩამოვა შეეძლება ჯანდაცვის სისტემით და საყოველთაო დაზღვევით ისარგებლოს. არავითარი შემხებლობა მიღებულ გადაწყვეტილებას არ აქვს, პირიქით, ხარჯების რაციონალურ გაწევასთან არის დაკავშირებული მხოლოდ და მხოლოდ“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სარჯველაძის გადაწყვეტილებით, 1-ელი ივნისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით საქართველოს ის მოქალაქეები ვეღარ ისარგებლებენ, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ, უწყვეტად, 6 თვე და მეტი ვადით იმყოფებიან. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ბრძანება 2026 წლის 1-ელი იანვრიდან უკვე ამოქმედდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს