რუსეთის თავდაცვის უწყება - კიევის რეჟიმის მიერ რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის საპასუხოდ, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებს დაარტყა, მათ შორის „ორეშნიკის“ სარაკეტო სისტემით

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების წინააღმდეგ მასშტაბური დარტყმის დროს „ორეშნიკის“ტიპის რაკეტები გამოიყენეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების მტკიცებით, რუსეთმა ეს ნაბიჯი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის საპასუხოდ გადადგა.

„წუხელ, კიევის რეჟიმის მიერ ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის რეზიდენციაზე 2025 წლის 29 დეკემბრის ღამეს განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის საპასუხოდ, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების წინააღმდეგ მასშტაბური დარტყმა განახორციელეს შორ მანძილზე მოქმედი, სახმელეთო და საზღვაო ბაზირების ზუსტი იარაღის გამოყენებით, მათ შორის „ორეშნიკის“ საშუალო მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემით, ასევე უპილოტო საფრენი აპარატებით“, - აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების მტკიცებით, „უკრაინის კრიმინალური რეჟიმის მხრიდან ნებისმიერი ტერორისტული ქმედება უპასუხოდ არც მომავალში დარჩება“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს