რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინტერრელიგიური კალენდარი გამოიცა

გამოიცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს 2026 წლის ინტერრელიგიური კალენდარი, სადაც ტრადიციულად ერთი კალენდრის ფორმატში თავმოყრილია საქართველოში არსებული სხვადასხვა რელიგიური თემის დღესასწაულები.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, წლევანდელ კალენდარში დაიბეჭდა საზღვარგარეთ არსებული ქართული კულტურის ძეგლების ფოტოები.

„რელიგიის სააგენტომ ასევე გამოსცა ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ინტერ-რელიგიური კალენდარი, რომლის მიზანი უნარშეზღუდულ ადამიანთა მიმართ საზოგადოების მგრძნობელობის ამაღლება და შშმ პირთა საზოგადოებაში მაქსიმალური ჩართულობის ხელშეწყობაა.

პროექტის მიზანია განსხვავებულ რელიგიურ ჯგუფებს შორის ურთიერთცნობადობის ამაღლება და ინტერ-რელიგიური კულტურის განვითარების ხელშეწყობა. აღსანიშნავია, რომ კალენდარი ვრცელდება არა მხოლოდ რელიგიურ თემებში, არამედ პრაქტიკულად, ყველა საჯარო უწყებაში, რაც ხელს უწყობს საჯარო მოხელეთა ცნობიერების ამაღლებას რელიგიური მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის მიმართულებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს