საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ზურაბ ჩიკვილაძე ვატო სურგულაძეს - ვერაფრით დაგეთანხმები, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილობენ, აბსურდია! - ის კი ფაქტია, რომ ბავშვები საახალწლოდ საზეიმოდ ნაძვის ხესთან არ მიუშვით

ვატო [სურგულაძე], ვერაფრით დაგეთანხმები, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილობენ, აბსურდია! ბავშვები საქართველოში არ შიმშილობენ და არც იშიმშილებენ, - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ საკრებულოს დეპუტატმა, ზურაბ ჩიკვილაძემ საკრებულოს სხდომაზე გააკეთა, როდესაც „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრს, ვატო სურგულაძეს მიმართა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის თქმით, ამ მიმართულებით ბევრი წინ გადადგმული ნაბიჯი აქვთ.

„ბავშვებზე მინდა აუცილებლად ვთქვა, არაერთგზის თქვი, რომ „ბავშვები შიმშილობენ!“ - ვატო, შენ ხომ იცი, რომ ძალიან ბევრი წინ გადადგმული ნაბიჯი გვაქვს ამასთან დაკავშირებით. ვერაფრით დაგეთანხმები, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილობენ, აბსურდია! ვატო, გეხვეწები, ზოგჯერ მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ ძალით იბრაზებ თავს. ვამბობ ფაქტებთან დაკავშირებით, ბავშვები საქართველოში არ შიმშილობენ და არც იშიმშილებენ. ნაძვის ხე, რომელიც წინა სხდომაზე ახსენე და თავი შევიკავე... ის ნამდვილად ფაქტია, რომ ის ბავშვები, რომელზეც შენ საუბრობ, არ მიუშვით საახალწლოდ საზეიმოდ, ეს არის სიმართლე“- განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

ნაძვის ხის ნაწილში ზურაბ ჩიკვილაძის მოსაზრებას საკრებულოს თავმჯდომარე, ზურაბ აბაშიძე გამოეხმაურა. მან სხდომათა დარბაზში მყოფ ოპოზიციას მიმართა.

„ამ ფაქტს, რომ არ გამოვეხმაურო, მეც არ შემიძლია. შარშან, 2025 წლის დადგომასთან დაკავშირებით ნაძვის ხის საზეიმო განწყობა იყო პრაქტიკულად პარალიზებული და ბავშვებს ნამდვილად არ მიეცათ [საშუალება], რომ მისულიყვნენ. ეს ნამდვილად ასეა და ყველაფერი გააკეთეთ, რომ ეს არ მომხდარიყო. საზოგადოებაც ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს“,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს