დონალდ ტრამპი - ვენესუელა „მშვიდობის ძიების“ ნიშნად უამრავ პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და ჭკვიანური ჟესტია - თავდასხმების მეორე ტალღა გავაუქმე

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მან ვენესუელაზე თავდასხმების მეორე ტალღა გააუქმა.

ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვენესუელამ, „მშვიდობის ძიების ნიშნად“, დიდი რაოდენობით პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება დაიწყო.

„ვენესუელა „მშვიდობის ძიების“ ნიშნად უამრავ პოლიტპატიმარს ათავისუფლებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ჭკვიანური ჟესტია. აშშ და ვენესუელა კარგად თანამშრომლობენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება მათი ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურის გაცილებით დიდ, უკეთეს და თანამედროვე სახით აღდგენას“, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, სწორედ ეს თანამშრომლობა გახდა იმის საფუძველი, რომ მან ვენესუელაზე თავდასხმების მეორე ტალღა გააუქმა.

„ამ თანამშრომლობის გამო, მე გავაუქმე თავდასხმების ადრე მოსალოდნელი მეორე ტალღა, რომელიც, როგორც ჩანს, საჭირო არ იქნება, თუმცა, ყველა გემი უსაფრთხოების მიზნით ადგილზე დარჩება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს