მედია - ირანში დემონსტრაციების დაწყებიდან სულ მცირე 48 მომიტინგე და უსაფრთხოების 14 თანამშრომელი დაიღუპა

აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ინფორმაციით, ირანში 28 დეკემბერს დემონსტრაციების დაწყებიდან სულ მცირე 48 მომიტინგე და უსაფრთხოების 14 თანამშრომელი დაიღუპა.

გარდა ამისა, ნორვეგიაში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია „ირანის ადამიანის უფლებების" ცნობით, სულ მცირე 51 მომიტინგეა დაღუპული, მათ შორის ცხრა ბავშვი.

ქვეყანაში ინტერნეტი ხუთშაბათის ღამიდან თითქმის სრულად გათიშულია.

BBC Persian-მა ამ დროისთვის დაადასტურა 22 ადამიანის დაღუპვა და მათი ვინაობა, ხოლო ირანის ხელისუფლებამ ამ დროისთვის დაადასტურა უსაფრთხოების ექვსი თანამშრომელის დაღუპვა.

დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ „ღრმად შეშფოთებულნი არიან ირანის უსაფრთხოების ძალების მიერ ძალადობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით და მკაცრად გმობენ მომიტინგეების მკვლელობას“.

„ირანის ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა, დაიცვას საკუთარი მოსახლეობა და უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი შეკრება რეპრესიების შიშის გარეშე“, - აცხადებენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ერთობლივ განცხადებაში.

ისინი მოუწოდებენ, ირანის ხელისუფლებას, გამოიჩინოს თავშეკავება, თავი შეიკავოს ძალადობისგან და დაიცვას ირანის მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს