მეუფე დიმიტრი უკრაინელ ხალხს - თქვენი სიმამაცე აღფრთოვანებას იწვევს - იცოდეთ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მილიონობით ადამიანი თქვენზე ფიქრობს, თქვენთვის ლოცულობს და მშვიდობას გისურვებთ

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი უკრაინელ ხალხს მიმართავს, რომელსაც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ავრცელებს.

„ამ სტრიქონებს დიდი გულისტკივილითა და ღრმა თანაგრძნობით გწერთ. ვხედავთ, როგორ ინგრევა ქალაქები თქვენს თვალწინ, როგორ იტანჯებიან ბავშვები, დედები და მოხუცები, ადამიანები, რომლებიც ომის მსხვერპლი არასდროს უნდა გამხდარიყვნენ. თქვენი სიმამაცე აღფრთოვანებას იწვევს. იცოდეთ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მილიონობით ადამიანი თქვენზე ფიქრობს, თქვენთვის ლოცულობს და მშვიდობას გისურვებთ“, - ნათქვამია მიმართვაში.

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის თქმით, „უკრაინელი ხალხის გამძლეობა კაცობრიობის ხმას წარმოადგენს“.

„გვჯერა, რომ დადგება დღე, როდესაც თქვენი ქალაქები კვლავ სიცილით აივსება, როდესაც ბავშვები მშვიდობიანი ცის ქვეშ ითამაშებენ, როდესაც სირენების ხმის ნაცვლად სიცოცხლის მუსიკის ხმა გაიჟღერებს. დაე, უფალმა დაგიფაროთ, რომ ეს საშინელი დრო გადაიტანოთ. დაე, იმედი არ გაქრეს“, - აღნიშნულია მიმართვაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს