დონალდ ტრამპი - ნავთობკომპანიების დირექტორებთან შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა - ეს კარგია, როგორც ვენესუელისთვის, ისე აშშ-სთვის

ნავთობკომპანიების დირექტორებთან შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა - ეს კარგია, როგორც ვენესუელისთვის, ისე აშშ-სთვის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ფაქტობრივად, შეთანხმებას მივაღწიეთ. ისინი ვენესუელაში მილიარდობით დოლარით შევლენ და ნავთობს მოიპოვებენ. დიდი რაოდენობით თანხის გამომუშავება მოხდება. მსოფლიოს უდიდეს კომპანიებთან შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა“, - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის ცნობით, მომავალ კვირას ვენესუელის ოპოზიციის ლიდერთან, მარია კორინა მაჩადოსთან შეხვედრას გეგმავს.

„მალე ვენესუელის ბევრ წარმომადგენელს შევხვდები. ვენესუელის ამჟამინდელ მმართველებთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ასევე ქალბატონთან, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო. ალბათ, მომავალ კვირას ჩამოვა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, ამერიკული ნავთობკომპანიების დირექტორებთან შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ვენესუელაში დემოკრატია სურს.

„ჩემთვის სტაბილურობა და დემოკრატია ერთი და იგივეა. ჩვენ სტაბილურობა გვსურს, მაგრამ დემოკრატიაც გვსურს. საბოლოოდ, დემოკრატია იქნება“, - განაცხადა ტრამპმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს