გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, ის ადამიანები, რომლებიც „კამიტით“ მოწამვლასთან დაკავშირებით ფილმებში მონაწილეობენ, „კამიტით“ კი არ არიან მოწამლულნი, არამედ საკუთარი სამშობლოს სიძულვილით“

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, ის ადამიანები, რომლებიც „კამიტით“ მოწამვლასთან დაკავშირებით ფილმებში მონაწილეობენ, „კამიტით“ კი არ არიან მოწამლულნი, არამედ საკუთარი სამშობლოს სიძულვილით.

„პირველი ნაწილი ჩვენ ვნახეთ, რომ ჩაფლავდა. ვერ გაიყიდა საზოგადოებაში მათი შეთხზული ტყუილი მოწამვლასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ არ არსებულ ამბავს ედავებოდნენ საქართველოს ხელისუფლებას. დადასტურდა, რომ არანაირი მსგავსი ნივთიერება არ ყოფილა და რაკი ეს სცენარი ვერ განხორციელდა და უზარმაზარი თანხები დაიხარჯა ამ სცენარის მომზადებისთვის, განხორციელებისთვის, შემდეგ უკვე მეორე ნაწილზე გადავიდნენ - ფილმების მომზადება დაიწყეს და სხვათა შორის, ერთ-ერთ ამ ფილმში მთავარ როლში იქნება ბუმბულგაცვენილი თუთიყუში, რომელსაც გვარამია გაახმოვანებს ციხიდან, იმიტომ რომ მისი ხმა ყველაზე უკეთესად მოუხდება თუთიყუშის საუბარს.

მე ვფიქრობ, რომ ეს არის მორიგი, თავსმოხვეული, „დიფ სთეითის“ მიერ შემოტანილი ცრუ ნარატივი და პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ამ ფილმში მონაწილეობას იღებენ, „კამიტით“ კი არ არიან მოწამლულები, სამშობლოს სიძულვილით არიან მოწამლულნი და მათ ერთადერთი მზიანი ამოძრავებთ, რომ როგორღაც ხელისუფლებაში დაბრუნდნენ და ამ საწამლავს იყენებს „დიფ სთეითი“ მათი გონების ასამღვრევად“, - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს