ვიტალი ბალა - უკრაინელი ხალხის რუსული აგრესიის წინააღმდეგ 1428-დღიანი ბრძოლის მთავარი შედეგი ისაა, რომ რუსეთმა უკრაინა მუხლებზე ვერ დააჩოქა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ იმდენივე დღე გავიდა, რამდენიც მეორე მსოფლიო ომი მიმდინარეობდა. რუსეთის წინააღმდეგ უკრაინელი ხალხის 1428 დღიანი ბრძოლის შედეგებზე, ასევე იმაზე სავარაუდოდ, რა პრობლემების გადაჭრა მოუწევს 2026 წელს უკრაინას, ინტერპრესნიუსი უკრაინელ პოლიტოლოგს, სიტუაციური მოდელირების სააგენტოს დირექტორს, ვიტალი ბალას ესაუბრა.

- ბატონო ვიტალი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 1428 დღეა გასული. ზუსტად იმდენი, რამდენი ხანიც გრძელდებოდა მეორე მსოფლიო ომი.

რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლას მსოფლიო ყურადღებით ადევნებდა თვალს. ამ ხნის მანძილზე უკრაინასა და რუსეთს შორის ომში ბევრი რამ მოხდა, მაგრამ რადგან ომის დაწყებიდან 1428 დღეა გასული, ალბათ სწორი იქნება თუ უკრაინისთვის ამ ომის შედეგებზე ვისაუბროთ.

სავარაუდოდ, როგორია რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინელი ხალხის 1428 დღიანი ბრძოლის შედეგები?

- მთავარი შედეგი ისაა, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია თავის მთავრ მიზანს, უკრაინა როგორც სუვერენულ სახელმწიფოს არსებობს და იბრძვის. რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინის მმართველბაში მოეყვანა მარიონეტული ხელისუფლება. არადა, გვახსოვს, რომ კრემლი უკრაინის ოკუპაციას სამ დღეში გეგმავდა. როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს რუსეთის მიმართ, ობიექტურები უნდა ვიყოთ, ყველას ეგონა, რომ უკრაინა რუსეთთან, როგორც დიდ და არა დიად ბირთვულ ქვეყანასთან სწრაფად დამარცხდებოდა, მაგრამ, ასე არ მოხდა, ახლა შეიძლება ითქვას, რომ უკრაინა, უკვეა გამარჯვებული.

ახლა შეიძლება ითქვას, რომ უკრაინა, უკვეა გამარჯვებული

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ვითარება საკმაოდ რთულია. რუსეთმა, რომელიც ომს უკრაინის წინააღმდეგ 2014 წლიდან აწარმოებს, ოკუპირებული აქვს უკრაინის ტერიტორიები. რუსეთი ნელა, მაგრამ მაინც აგრძელებს უკრაინული ტერიტორიების დაბყრობას.

უკრაინისთვის 2025 წელი, შესაძლოა, ყველაზე რთული და წარუმატებელი წელი იყო. ქვეყანას ბევრი სუბიექტური და ობიექტური ხასიათის პრობლემები ჰქონდა, რის გამოც ოფიციალური მონაცემებით რუსეთმა 2025 წელს შეძლო უკრაინის 4 ათას 669 კვადრატული კილომეტრის დაკავება.

ციფრი თითქოს დიდია, მაგრამ რეალურად ეს უკრაინის მთლიანი ტერიტორიის მხოლოდ 0, 77%-ია. სულ, ყირიმის ჩათვლით რუსეთს უკრაინის ტერიტორიის 115 ათას 862 კვადრატული კილომეტრი აქვს ოკუპირებული, რაც საერთო ტერიტორიია 19%-ს შეადგენს. პუტინისა და სხვების ხმამაღალი განცხადებების მიუხედავად მე-13 წელია რუსეთი ცდილობს დონბასის ოკუპირებას, მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს.

- მაგრამ, ომს დამანგრეველი შედეგებიც აქვს. გარდა იმისა რომ ამ ომს უამრავი უკრაინის მოქალაქე შეეწირა, დანგრეულია ქალაქები და სოფლები. სხვადასხვა მონაწცემებით ქვეყანა 11 მილიონმა მოქალაქემ დატოვა...

- ჩემი ინფორმაციით ქვეყანა 8 მილიონმა ადამიანმა დატოვა, თუმცა, არ გამოვრიცხავ ახლა ქვეყნიდან გასულთა რაოდენობა ამდენიც იყოს. რაც შეეხება ომის დამანგრეველ შედეგებს. სამწუხაროდ, ომს ყოველთვის ახლავს ნგრევები და ადამიანთა ტკივილები.

მაგრამ, საქმე ისაა, რომ რუსეთი მიზანმიმართულად ანგრევს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებს, ინფრასტუქტურას, არა მარტო ენერგეტიკულ ობიექტებს, არამედ სკოლებს, საბავშო ბაღებსა და სამედიცინო დაწესებულებებს, არამედ კლავს ადამიანებს იქ, სადაც საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს.

საქმე ისაა, რომ რუსეთი მიზანმიმართულად ანგრევს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებს, ინფრასტუქტურას, არა მარტო ენერგეტიკულ ობიექტებს, არამედ სკოლებს, საბავშო ბაღებსა და სამედიცინო დაწესებულებებს, არამედ კლავს ადამიანებს იქ, სადაც საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს

მეოერე მსოფლიო ომის დროს გერმანელებიც კი ომს ადამიანების წინააღმდეგ მიზანმიმართულად არ აწარმოებდენ. ასეთი რამ იმ ქვეყნებშიც არ ხდებოდა, სადაც სამოქალაქო ომები იყო.

- 2026 წელს უკრაინისთვის მთავარი ამოცანა, ისევე როგორც წინა წლებში იქნება უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ევროპაში „მსურველთა კოალიცია“ რამდენჯერმე შეიკრიბა და ამ თემაზე იმსჯელა. დასავლეთს ესმის რომ რუსული აგრესიისგან ევროპის ფარს ახლა უკრაინა წარმოდგენს. ფაქტია, რომ ამ ომში აშშ-ს პოზიცია ბევრი თვალსაზრისით გაუგებარიც კია. თუმცა უკრაინის ევროპელი პარტნიორები ცდილობენ დაეხმარონ უკრაინას წინააღმდეგობა გაუწიოს რუსულ აგრესიას.

უკრაინის უსაფრთხოებისთვის რა გამოწვევები ექნება 2026 წელს უკრაინის ხელისუფლებას და უკრაინას, როგორც სახელმწიფოს?

- ჩემი აზრით, საუბრები უკრაინის უსაფრთხოებაზე საფუძველსმოკლებულია. ასეა იმის გამო რომ უკრაინის უსაფრთხოებაზე საუბარს აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, როცა, ომის შეწყვეტაზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული.

ომის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება აშკარად იგვიანებს. კიევსა და ლვოვის ილქზე „ორეშნიკებით“ კომბინირებული შეტევა აჩვენებს იმას, რომ პუტინი არაა განწყობილი იმაზე რომ არა თუ ომის დასრულებაზე, ცეცხლის შეწყვეტაზე. სამშვიდობო შეთანხმება კი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, წარმოუდგენელია.

ვხედავთ, რომ ახლა აშშ-მ კომპანია დაიწყო გრელანდიასთან დაკავშირებით, მანამდე იყო ვენესუელა, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ არავისთვის გარანტიების მიცემას არ აპირებს. ჩემი აზრით, უკრაინის უსაფრთხოების მთავრი გარანტია იქნება ის, რამდენი იარაღი ექნება უკრაინას. პირველ რიგში თავისი ბალისტიკური რაკეტები. რუსეთმა უნდა იცოდეს რომ თუ ის გააგრძლებს უკრაინის ქალაქების დაბომბვას, ის უკრაინისგან ადეკვატურ პასუხს მიიღებს.

უკრაინის უსაფრთხოების მთავრი გარანტია იქნება ის, რამდენი იარაღი ექნება უკრაინას. პირველ რიგში თავისი ბალისტიკური რაკეტები. რუსეთმა უნდა იცოდეს რომ თუ ის გააგრძლებს უკრაინის ქალაქების დაბომბვას, ის უკრაინისგან ადეკვატურ პასუხს მიიღებს

უკრაინაში ევროპელების იმ რაოდენობის ჯარისკაცების განლაგების შემთხვევაშიც კი, რაზეცაა ახლა საუბარი არაფერს არ შეცვლის.

- ვხედავთ, რომ გარდა იმისა რომ უკრაინა მოკავშირეებისაგან იარაღს იღებს, თავადაც აწარმოებს აირაღს და არა მარტო დრონებს.

რადგან ბრძანეთ, რომ უკრაინას თავისი ბალისტიკური რაკეთები უნდა ჰყავდეს, გკითხავთ - რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ უკრაინას თავისი ბალისტიკური რაკეტები 2026 წელს ექნება?

- ჩემი აზრით, უკრაინას დიდი ხნის წინ უნდა ჰქონოდა მის მიერ წარმოებული ბალისტიკური რაკეტები. უკრაინას აქვს ტექნიკური შესაძლებლობები, ჰყავს სპეციალისტები, რომლებსაც შეუძლიათ ბალისტიკური რაკეტების წარმოება. ამისთვის საჭირო იყო „იჟმაშის“ თავის დროზე დაფინანსება. პრეზიდენტ პოროშენკოდან მოყოლებული ეს საკითხი ხშირად იდგა დღის წესრიგში, მაგრამ ვერა და ვერ მოხერხდა ამის გაკეთება.

ახლა ამ თემაზე საჯაროდ არ საუბრობენ, მაგრამ მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ თემაზე მუშაობენ. ვიმეორებ - უკრაინას უნდა ჰქონდეს თავისი ბალისტიკური რაკეტები. რუსებმა რომ იცოდნენ რომ უკრაინას ბალისტიკური რაკეტები აქვს, არა მგონია ასე უმოწყალოდ გადაწყვეტნენ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების ბალისტიკური რაკეთებით დაბომბვებს.

უკრაინას უნდა ჰქონდეს თავისი ბალისტიკური რაკეტები. რუსებმა რომ იცოდნენ რომ უკრაინას ბალისტიკური რაკეტები აქვს, არა მგონია ასე უმოწყალოდ გადაწყვეტნენ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების ბალისტიკური რაკეთებით დაბომბვებს

- პუტინი აგრძელებს უკრაინის დამობმვას. ბევრი თვლის რომ კიევისა და ლვოვის ოლქის „ორეშნიკებით“ დაბომვბა სხვა არაფერი იყო თუ არა ის, რომ პუტინი ისტერიკაშია, რადგან სხვა რამის გაკეთების შესაძლებლობა არ აქვს.

რამდენად ასე აღიქმება რუსული დაბომბვები უკრაინაში?

- რუსული პროპაგანდა ამას რუსეთის სიძლიერითა და ძლევამოსილებით ხსნის, მაგრამ, მე, იმის გამო რომ რუსეთს ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვანი წარმატებები არ აქვს, მაინც მგონია რომ ამ დაბომბვებით პუტინი ცდილობს რუსეთის მოქალაქეების დამშვიდებას და ხალხში საომარი განწყობების შენარჩუნებას.

გარდა ამისა, რადგან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, უნდა ვიცოდეთ რომ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ბედი ფრონტის ხაზზე წყდება. მაგრამ, რადგან პუტინს ფრონტის ხაზზე დიდი წარმატებები არ აქვს, უნდა ვივარაუდოთ, ეს დაბომბვები ემსახურება პრეზიდენტ ზელენსკიზე ზეწოლას, რომ მოლაპარაკებების მოედანზე იგი უფრო დამყოლი აღმოჩნდეს.

იმის გამო რომ რუსეთს ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვანი წარმატებები არ აქვს, მაინც მგონია რომ ამ დაბომბვებით პუტინი ცდილობს რუსეთის მოქალაქეების დამშვიდებას და ხალხში საომარი განწყობების შენარჩუნებას

არა მგონია პუტინი ისტერიკაში იყოს უსუსურობის განცდის კომპენსირების გამო ბომბავს უკრაინის ქალაქებს.

- ბევრი ექსპერტი, მათ შორის რუსი ექსპერტების მტკიცებით, არავის უნდა აღიაროს, რომ რუსეთისთვის ომის ფინალი დამდგარია. რუსეთის ეკონომიკა ისეთ მდგომარეობაშია, რომ პუტინი ვერ შეძლებს ომის წარმოებას.

შედეგად კი ვარაუდობენ რომ რუსეთ-უკრაინის ომი, შესაძლოა 2026 წლის ზაფხულისთვის დასრულდეს. თქვენ რამდენად რეალისტურად შეაფასებდით ამგვარ პროგნოზებს?

- ჩემი აზრით, ომის დასრულების თემაზე პროგნოზების კეთებას აზრი არ აქვს. ომის დასრულების თემაზე ბევრი სცენარი შეიძლება იყოს შესაძლებელი. ტრამპი ხან ეკონომიკურად ასუსტებს პუტინს, შემდეგ ისევ აცხადებს რომ მზადაა შეხვდეს პუტინს. ევროპელებიც ჯერ ბევრს საუბრობენ უკრაინისთვის დახმარებაზე, მაგრამ შემდეგ ვხედავთ რომ კი გვეხმარებიან, მაგრამ იმდენად ვერა, თავიდან რომ იყო ნათქვამი.

უკრაინაში ომის დასრულება-არდასრულებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი სუბიექტური ფაქტორი არსებობს, რაც გავლენას ახდენს ამ თემაზე სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებაზე. როცა ამ რაოდენობის სუბიექტური ფაქტორები არსებობს, პროგნოზების კეთებას აზრი არ აქვს.

რაც შეეხება რუსეთს, რუსეთმა 2026 წლის ბიუჯეტში გაზარდა ომის წარმოებისთვის ხარჯები. რაც იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთში ომის გაგრძელების განწყობები საკმაოდ დიდია. როგორც ყველა ომის დროს ხდება, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რა მდგომარეობა იქნება ფრონტის ხაზზე.

მას შემდეგ თუ რა ნაბიჯები გადადგა აშშ-მ ვენესუელაში და შემდეგ გრელანდიაში, ჩინეთი დაინტერესებულიც კია რომ ომი ევროპაში გაგრძელდეს. თუ ომი გაგრძელდა, რუსეთი მეტად სუსტდება და მეტად ხდება დამოკიდებული ჩინეთზე. ახლა ჩინეთი რუსეთს საკმაოდ ბევრი თვალსაზრსით ეხმარება

იმისთვის რომ ფრონტზე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს უკრაინის მოკავშირეებმა უნდა გააგრძელონ უკრაინის იარაღით დახმარება. სხვაგვარად ვერანაირად ვერ მოხდება პუტინის იძულება არა თუ მშვიდობაზე, არამედ ცეცხლის შეწყვეტაზეც კი. ვიდრე ეს არ მოხდება, პუტინს ექნება განცდა რომ ომს იგებს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ უკრაინაში ომი დიდწილად დაკავშირებულია რუსეთში საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებაზე. პუტინი იძულებულია ხალხს ანახოს რომ მან ომში გაიმარჯვა.

- ახლა რაც ცხადად ჩანს, ისაა, რომ თუ ადრე რუსული პროპაგანდა ამტკიცებდა რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის უნდა შედგეს იალტა-2, ახლა ამაზე აღარავინ საუბრობს.

ასე თუნდაც იმის გამო, რუსეთმა ბერლინი კი არა, ვერ შეძლეს მდინარე დნეპის გადალახვა...

- ახლა იმაზეა საუბარი რომ რუსეთთან მოლაპარაკებებში ჩართული ამერიკელების გარდა უნდა მონაწილეობდნენ ევროპელები.

როცა ამ თემაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ჩინეთი. ჩემი აზრით, მას შემდეგ თუ რა ნაბიჯები გადადგა აშშ-მ ვენესუელაში და შემდეგ გრელანდიაში, ჩინეთი დაინტერესებულიც კია რომ ომი ევროპაში გაგრძელდეს. თუ ომი გაგრძელდა, რუსეთი მეტად სუსტდება და მეტად ხდება დამოკიდებული ჩინეთზე. ახლა ჩინეთი რუსეთს საკმაოდ ბევრი თვალსაზრსით ეხმარება.

ჩემი აზრით, უნდა მოხდეს ჩვენს პოლიტიუკურ კლასში და სამხედრო ხელმძღვანელობაში გადატვირთვა და ცვლილებები

აშშ ცდილობს ჩინეთს ჩამოაშოროს რუსეთი, მაგრამ, ეს ვერ ხერხდება. როცა ასეთი ვითარებაა, მე ყოველგვარ პროგნოზებზე ომის დასრულებასთან დაკავშირებით მხოლოდ მშვიდად ვეცნობი. მაგრამ, რაიმეს პროგნოზირებისაგან თავს ვიკავებ.

- გარეთ უკვე 2026 წელია, რა განწყობებით, შეხვდა ახალ 2026 წელს ომში ჩართული უკრაინის საზოგადოება და ჯარი?

- ვიქტორ ცოი მღეროდა - ვითხოვთ ცვლილებებს. ამ სიმღერის არ იყოს უკრაინის საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ითხოვს ცვლილებებს. ჩემი აზრით, უნდა მოხდეს ჩვენს პოლიტიუკურ კლასში და სამხედრო ხელმძღვანელობაში გადატვირთვა და ცვლილებები.

სამწუხაროდ, ჩვენს ხელისუფლებას ლეგიტიმაცია საკმაოდ დაბალი დონით აქვს. გასაგებია რომ ომის დროს არჩევნები ვერ ჩატარდებოდა, მაგრამ დღეისათვის ასეთი მდგომარეობაა.

ქვეყანას სჭირდება ახალი ხელისუფლება, ახალი მთავრობა. ბევრი ითხოვს რომ უკრაინას ჰყავდეს „ერთიანობის მთავრობა“. მე კი მგონია რომ უკრაინას უნდა ჰყავდეს „უკრაინის გადარჩენის მთავრობა“, უნდა ჰყავდეს სამხედრო კაბინეტი და ქვეყანის ეკონომიკა გადავიდეს სამხედრო რელსებზე

ამიტომ ცვლილებები ხელისუფლებაში არჩევნების გარეშე უნდა განხორციელდეს. ამისთვის საკმარისია 226 დეპუტატის თანხმობა. ქვეყანას სჭირდება ახალი ხელისუფლება, ახალი მთავრობა. ბევრი ითხოვს რომ უკრაინას ჰყავდეს „ერთიანობის მთავრობა“. მე კი მგონია რომ უკრაინას უნდა ჰყავდეს „უკრაინის გადარჩენის მთავრობა“, უნდა ჰყავდეს სამხედრო კაბინეტი და ქვეყანის ეკონომიკა გადავიდეს სამხედრო რელსებზე.

ქვეყანაში გადასადგმელია ისეთი ნაბიჯები, რომ ქვეყანას დაუბრუნდეს ომის გამარჯვების რწმენა, საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის იყოს ნდობა. უკრაინამ უნდა დაიწყოს საკუთარი სამხედრო ტექნიკის წარმოება მოკავშირეების დახმარებით. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ქვეყნის პერსპექტივის მიმართ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი

რუსეთი სამხედრო ეკონომიკაზე კარგა ხანია გადასული, უკრაინა კი ისევ მოკავშირეების დახმარებაზეა დამოკიდებული. მუშავდება ახალი კანონი მობილიზაციის შესახებ, ქვეყნის შიგნით გადასადგმელია ნაბიჯები, რომლის შედეგად ნდობა საზოგადოებასა და მთავრობას შორის ბევრი თვალსაზრისით აღდგება. კონსოლიდაცია ისეთი უნდა იყოს, როგორც ომის დაწყების პირველ წელს იყო.

- თქვენ გაქვთ იმედი და განცდა, რომ ასე მოხდება?

- ამის იმედი მაქვს. თუ ეს არ მოხდა, უკრაინაში კარგი არაფერი მოხდება. ხელისუფლებისადმი ნდობა საზოგადოების დიდ ნაწილს მას შემდეგ შეერყა, როცა პრეზიდენტმა ზელენსკი, თანამდებობიდან გენერალი ზალუჟნი გაანთავისუფლა და თან მას მიაყოლა მისი თანამოაზრე 16 გენერალი. საუბარია იმ ხალხზე, ვისი პროფესიონალიზმისა და თავდადების გარეშე უკრაინა ომს ომის დაწყების პირველ დღეებში წააგებდა.

ეს ხალხი უკრაინის ინტერესებს იცავდა 2024 წლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესია განახორციელა. ისინი ომში გამოიბძმედნენ და უკრაინული ჯარის ხერხემალს წარმოადგენდნენ.

ეს ის პერიოდია, როცა ყველას სჯეროდა უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და გამარჯვების. ახლა გამარჯვებაზე არავინ ლაპარაკობს. თუმცა უკრაინის გამარჯვება უკვე ისაა, რომ ამდენი ხანი გაუძლო უკრაინამ რუსულ აგრესიას.

ქვეყანაში გადასადგმელია ისეთი ნაბიჯები, რომ ქვეყანას დაუბრუნდეს ომის გამარჯვების რწმენა, საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის იყოს ნდობა. უკრაინამ უნდა დაიწყოს საკუთარი სამხედრო ტექნიკის წარმოება მოკავშირეების დახმარებით. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ქვეყნის პერსპექტივის მიმართ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი.

ჩემი დაკვირვებით, პრეზიდენტი ზელენსკი ხვდება ქვეყანაში ცვლილებების აუცილებლობას. ზელენსკი ცდილობს ისაუბროს მშვიდობაზე ნებისმიერ ფასად, თუმდა, დარწმუნებული ვარ, რომ რუსებთან ამგვარი მშვიდობის მას თავადაც არ სჯერა.

რომაელ ისტორიკოსს აქვს ნათქვამი - თუ გინდა მშვიდობა, ომისთვის უნდა ემზადო. ეს გამოთქმა დღეს სრულად შეესაბამება იმას, რაც უკრაინას სჭირდება.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ვიტალი ბალა - უკრაინელი ხალხის რუსული აგრესიის წინააღმდეგ 1428-დღიანი ბრძოლის მთავარი შედეგი ისაა, რომ რუსეთმა უკრაინა მუხლებზე ვერ დააჩოქა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.01.2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი