Sky News - ირანში საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 65-ს აღწევს

ირანში საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 65-ს აღწევს, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, „ადამიანის უფლებების აქტივისტები ირანში“, საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, დაღუპულებს შორის 50 დემონსტრანტი და ირანის უსაფრთხოების ძალების 15 თანამშრომელია.

ორგანიზაციის ინფორმაციით, დემონსტრაციებზე უსაფრთხოების ძალებმა 2311 ადამიანი დააკავეს.

ასევე, HRANA წერს, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ უსაფრთხოების ძალების მიერ მიღებული ზომები გამკაცრდა.

ცნობისთვის, დღეს ირანის არმიამ განაცხადა, რომ „ეროვნულ ინტერესებსა და ქვეყნის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას დაიცავს“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს