დიმიტრი მედვედევი - როგორც ჩანს, სულელ ევროპელ მმართველებს ევროპაში ომი მაინც სურთ - რუსეთი უკრაინაში ევროპულ ან ნატო-ს ჯარებს არ დათანხმდება

რუსეთი უკრაინაში ევროპულ ან ნატო-ს ჯარებს არ დათანხმდება, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში წერს.

„როგორც ჩანს, სულელ ევროპელ მმართველებს ევროპაში ომი მაინც სურთ. ეს ათასჯერ ითქვა: რუსეთი უკრაინაში ევროპულ ან ნატო-ს ჯარებს არ დათანხმდება, მაგრამ მიკრონი [მაკრონი] ამ საბრალო სისულელეებს კვლავ ავრცელებს. აბა, მოდით. ამას მიიღებთ“, - წერს მედვედევი X-ზე.

მედვედევმა სოციალურ ქსელში ვიდეო გააზიარა, სადაც გუშინ, ლვოვის ოლქზე „ორეშნიკის“ ბალისტიკური რაკეტით განხორციელებული თავდასხმის კადრები ჩანს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების წინააღმდეგ გუშინდელი მასშტაბური დარტყმის დროს „ორეშნიკის“ ტიპის რაკეტები გამოიყენა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს