Le Monde - საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას განიხილავს

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას განიხილავს, - ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Monde წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, სებასტიან ლეკორნუმ შინაგან საქმეთა მინისტრს დაავალა, რომ მარტის თვეში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა შეისწავლოს.

გამოცემა წერს, რომ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ვადამდელი არჩევნები შესაძლოა, მუნიციპალური არჩევნების დროს, 15 და 22 მარტს ჩატარდეს.

წყაროების ცნობით, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა „ეროვნულმა გაერთიანებამ“ და „დაუმორჩილებელმა საფრანგეთმა“ განაცხადეს, რომ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრის მოთხოვნას გეგმავენ.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს