საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა მანქანა, რომელშიც ვასილ მაღლაფერიძე იმყოფებოდა, რამდენიმე წუთით შეაფერხეს - ისინი სკანდირებდნენ: „საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ხალხის“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობის დროს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის მანქანა რამდენიმე წუთით შეაფერხეს.

კერძოდ, მსვლელობის მონაწილეებმა მანქანაში ვასილ მაღლაფერიძე შენიშნეს და დაიწყეს სკანდირება: „საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ხალხის“ „საზოგადოებრივ მაუწყებელზე ჩვენი ხმა არ ისმის“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“.

მათ ავტომანქანას საქარე მინაზე დაკავებული პატიმრების ფოტოები ააფარეს.

მანქანასთან ასევე მივიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, რომელიც არხიდან რამდენიმე თვის წინ გაათავისუფლეს.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს