ამერიკელმა სამხედროებმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნეებს დაარტყეს

აშშ-მა და მისმა პარტნიორმა ძალებმა სირიაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) სამიზნეებზე მასშტაბური დარტყმები განახორციელეს,- ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობა იუწყება.

სარდლობის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დარტყმების ბრძანება შაბათს გასცა, 13 დეკემბერს სირიაში აშშ-ის ძალებზე „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, დარტყმები ტერორიზმთან ბრძოლისა და რეგიონში აშშ-ისა და პარტნიორი ძალების დაცვის მიზნით განხორციელდა.

„ჩვენი გზავნილი კვლავ ძლიერია: თუ ჩვენს მებრძოლებს დააზარალებთ, ჩვენ გიპოვით და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოვახდენთ თქვენს ლიკვიდაციას, რაც არ უნდა ეცადოთ თავი აარიდოთ მართლმსაჯულებას“, - აცხადებენ აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში.

ოფიციალურმა პირმა CBS News-ს განუცხადა, რომ აშშ-მა და მისმა პარტნიორმა ძალებმა ოპერაციის დროს, რომელშიც 20-ზე მეტი თვითმფრინავი მონაწილეობდა, 35-ზე მეტ სამიზნეს 90-ზე მეტი ჭურვი ესროლეს. მისი ინფორმაციით, დარტყმებში მონაწილეობა მიიღეს თვითმფრინავებმა, მათ შორის F-15E-ი, A-10-ი, AC-130J-ი, MQ-9-ი და იორდანიის F-16-ი ტიპის თვითმფრინავებმა.

დარტყმების ადგილმდებარეობა და დანაკარგების რაოდენობა, ამ დროისთვის, უცნობია.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს