Reuters - ისრაელი ირანში აშშ-ის შესაძლო ჩარევისთვის მზადყოფნაშია

ისრაელი ირანში აშშ-ის შესაძლო ჩარევისთვის მაღალი დონის მზადყოფნაშია, - ინფორმაციას Reuters-ი სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ წყაროებმა არ დააკონკრეტეს, რას ნიშნავს ისრაელის მაღალი მზადყოფნის მდგომარეობა პრაქტიკაში.

ერთ-ერთი ისრაელელი წყაროს ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ტელეფონით ისაუბრეს და აშშ-ის ირანში ჩარევის შესაძლებლობა განიხილეს. სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია ამერიკელმა ოფიციალურმა პირმაც დაადასტურა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა საკითხები განიხილეს მხარეებმა.

გამოცემა Economist-თან ინტერვიუში, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდა, ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ თუ ირანი თავს დაესხმება ისრაელს, ამას მისთვის საშინელი შედეგები მოჰყვება.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ბოლო დღეებში არაერთხელ დაიმუქრა, რომ თუ ირანის ხელისუფლება დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს, შეერთებული შტატები ჩაერევა. აშშ-ის პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, რომ ირანი თავისუფლებას ეძებს და აშშ მზად არის დახმარებისთვის.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს