სენატორი ლინდსი გრემი - პრეზიდენტ ტრამპის სიტყვები: „გავხადოთ ირანი კვლავ დიდებული“, ნიშნავს, რომ ირანში მომიტინგეებმა აიათოლა უნდა დაამარცხონ - დახმარება გზაშია

მივმართავ ირანელ ხალხს: თქვენი ხანგრძლივი კოშმარი დასასრულს უახლოვდება. თქვენი სიმამაცე და გადაწყვეტილება, დასრულდეს თქვენი ჩაგვრა პრეზიდენტმა და ყველამ, ვისაც თავისუფლება უყვარს, შენიშნეს, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ირანი ვერასდროს იქნება დიდებული აიათოლა ალი ხამანეისა და მის თანამოაზრეებთან ერთად.

„როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს „გავხადოთ ირანი კვლავ დიდებული“, ნიშნავს, რომ ირანში მომიტინგეებმა აიათოლა უნდა დაამარცხონ. ეს ყველაზე ნათელი სიგნალია იმისა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ხვდება, რომ ირანი ვერასდროს იქნება დიდებული აიათოლასა და მის თანამოაზრეებთან ერთად. ღმერთმა დაგლოცოთ ყველა, ვინც ირანში თავს სწირავთ. დახმარება გზაშია“, - წერს სენატორი.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს