ირანში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რაოდენობა 78-მდე გაიზარდა

ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება. ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფის ცნობით, აქციების დროს სულ მცირე 78 მომიტინგე დაიღუპა და 2 600-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

60 საათზე მეტია ირანში ინტერნეტთან წვდომა არ არის და სატელეფონო ხაზები გათიშულია.

თვითმხილველების განცხადებით, თეირანის ქუჩებში უსაფრთხოების ძალების შაშხანებით შეიარაღებული წარმომადგენლები ნახეს, რომლებმაც უამრავი ადამიანი დახოცეს. ამასთან, თვითმხილველის ინფორმაციით, საავადმყოფოში ერთმანეთზე დაწყობილი გვამები დაინახა.

თეირანში ერთ-ერთმა 35 წლის მომიტინგემ, ანონიმურობის პირობით, CNN-ს განუცხადა, რომ დემონსტრანტები უძილობით და ბრძოლით დაიღალნენ.

„სიტუაცია უარესია, ვიდრე წარმოგიდგენიათ და ის კიდევ უფრო ძალადობრივი გახდება. დავიღალეთ. ხალხი დაიღალა ბრძოლით, ხალხს არც სძინავს და არც ისვენებს. ჩვენ აღარ შეგვიძლია ამის ატანა“, - აღნიშნა აქციის მონაწილემ.

მისი თქმით, დემონსტრაციების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ის, თუ რამდენ ხანს შეძლებენ მონაწილეები ძალადობის და ქვეყნის ეკონომიკური სიდუხჭირის ატანას.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს