რობერტა მეცოლა - ირანის ახალი თაობა ღირსებასა და თავისუფლებას მოითხოვს, რეპრესიები უნდა დასრულდეს - ევროპამ უნდა გააცნობიეროს მოქმედების აუცილებლობა, ირანი თავისუფალი იქნება

ირანის ახალი თაობა ღირსებასა და თავისუფლებას მოითხოვს - ირანი თავისუფალი იქნება, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა X-ზე წერს.

მისი თქმით, ევროპამ უნდა გააცნობიეროს თავისი მოვალეობა და მოქმედების აუცილებლობა.

,,თავისუფლებისკენ სწრაფვა ყველა ჩვენგანისთვის, როგორც ადამიანებისთვის, თანდაყოლილია.

ირანის ახალი თაობა ღირსებასა და თავისუფლებას მოითხოვს. 2026 წელს ეს ძალიან ბევრის მოთხოვნა არ უნდა იყოს.

მკვლელობები უნდა შეწყდეს. უდანაშაულოები და დევნილები უნდა გაათავისუფლონ. რეპრესიები უნდა დასრულდეს.

ქუჩაში მყოფ მამაც გოგონებს, სტუდენტებს, მამაკაცებსა და ქალებს: ეს თქვენი დროა. იცოდეთ, რომ ნებისმიერი რეჟიმი, რომელიც კომუნიკაციას ბლოკავს, საკუთარი ხალხის შეშინებული რეჟიმია.

ევროპამ უნდა გააცნობიეროს თავისი მოვალეობა და მოქმედების აუცილებლობა.

ირანი თავისუფალი იქნება”,- წერს მეცოლა.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს