დონალდ ტრამპი - ირანთან დაკავშირებით ძალიან ძლიერ ვარიანტებს განვიხილავთ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანში საპროტესტო მოძრაობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზულ ვარიანტებს განიხილავს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანში არსებული ვითარების შესახებ ანგარიშს ყოველ საათში აწვდიან და მიანიშნა, რომ ირანი კვეთს იმ წითელ ხაზს, რომელიც მან ირანის რეჟიმისთვის დაადგინა. კერძოდ, კითხვაზე : „გადაკვეთეს თუ არა მათ თქვენი წითელი ხაზები?“ - ტრამპმა უპასუხა:

„როგორც ჩანს, იწყებენ. როგორც ჩანს, არიან ადამიანები, რომლებიც დახოცეს და არ უნდა დაეხოცათ. ესენი არიან მოძალადეები. თუ საერთოდ შეიძლება მათ ლიდერები ვუწოდოთ - არ ვიცი, შეიძლება თუ არა მათ ლიდერები ეწოდოთ. ისინი ძალადობის საშუალებით მართავენ“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, ამას შეერთებული შტატები ძალიან სერიოზულად განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად განვიხილავთ. სამხედროები ამას განიხილავენ. ჩვენ ძალიან ძლიერ ვარიანტებს განვიხილავთ. გადაწყვეტილებას მივიღებთ“, -აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო